ახალი ამბები

ზუგდიდში ოთხი რუსი სამშვიდობო დააკავეს

გალის რაიონში განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ბატალიონის ერთი ოფიცერი და სამი ჯარისკაცი ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს.


ქართველი სამართალდამცავების თქმით, სამშვიდობოებს არ აქვთ უფლება მათი სარდლობის და ქართული მხარის წინასწარი შეტყობინების გარეშე გალის რაიონიდან ზუგდიდის რაიონში გადაადგილდნენ.


საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი“  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუს სამხედროებს უბრალოდ გზა აებნათ. იგივე წყარო იმედს გამოთქვამს, რომ ქართული მხარე მალე გადასცემს დაკავებულებს რუსულ მხარეს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button