ახალი ამბები

გელა ბეჟუაშვილი სააკაშვილი-პუტინის შეხვედრას აჯამებს

უშიშროების საბჭოს მდივანმა გელა ბეჟუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ასტანაში 16 სექტემბერს დსთ-ს სამიტზე საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შედეგები შეაჯამა და მას წარმატებული უწოდა.
 
“პრეზიდენტების შეხვედრა შეიძლება ჩაითვალოს რუსეთის შემობრუნებად საქართველოსკენ. შეხვედრის დროს იყო კამათი და კონსტრუქციული მიდგომა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით“, განაცხადა დღეს გელა ბეჟუაშვილმა.
 
მისი თქმით, საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზად არის ითანამშრომლოს რუსეთთან სტრატეგიულ საკითხებში და დაამყაროს კეთილმეზობლური ურთიერთობა.
 
“ჩვენ მზადყოფნა გამოვთქვით ვითანამშრომლოთ რუსეთთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში”, განაცხადა ბეჟუაშვილმა.
 
რაც შეეხება საქართველოს შიდა კონფლიქტებს, ბეჟუაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტების მოგვარებას მშვიდობიანი გზით ცდილობს და იმედოვნებს, რომ ამაში თავის წვლილს რუსეთიც შეიტანს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button