skip to content
ახალი ამბები

ფირმა “ომეგას” თანამშრომლები ხელისუფლებას ბიზნესმენებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ








გენპროკურორის თქმით ჩხრეკის შედეგად 
ამოღებული მასალები ადასტურებს, რომ “ომეგა”
სიგარეტის კონტრაბანდასთან კავშირშია.

ფირმა “ომეგას” თანამშრომლები და მხარდამჭერები დღეს სასტუმრო “მარიოტის” წინ შეიკრიბნენ და ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ვალტერ შვიმერთან შეხვედრას მოითხოვდნენ.


აქციის მონაწილეთა განცხადებით, ხელისუფლება ზეწოლას ახდენდა ცალკეულ ბიზნესმენებზე და ამის მაგალითად მათ დღეს გენერალური პროკურატურის მიერ ომეგას ოფისებში ჩატარებული ჩხრეკა მოიყვანეს.


ფირმა ”ომეგას” ოფისში დღეს, კონტრაბანდული სიგარეტის ამოღების მიზნით, გენერალურმა პროკურატურამ ჩხრეკა ჩაატარა. ასევე ჩხრეკა ჩატარდა ტელეკომპანია “იბერიას” ოფისში, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი “ომეგას” ფირმაა. შემოწმებული იქნა ასევე ფირმის ოფისები რეგიონებში.


დღესვე ბიზნესმენების ზეწოლასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა კომპანია “მაგთიკომის” პრეზიდენტმა გია ჯოხთაბერიძემ, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიძეა.


“პროკურატურამ კონკრეტული ფაქტები გადასახადების დამალვისა და თანხების მითვისების  შესახებ ვერ აღმოაჩინა. კომპანიაში ახლაც მუშაობს საგადასახადო ინსექცია და პროკურატურა”,  – განაცხადა გია ჯოხთაბერიძემ.


“მაგთიკომის” პრეზიდენტი გენერალურ პროკურატურაში ბოლო ორი თვის განმავლობაში უკვე ორჯერ დაიბარეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button