skip to content
ახალი ამბები

ოკუპირებულ აფხაზეთში “აპარტამენტების შესახებ კანონის” გამო “სამართალდამცავებსა” და ხალხს შორის დაპირისპირება მოხდა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 17 ივლისს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დე-ფაქტო სამართალდამცავები და ე.წ. “აპარტამენტების შესახებ კანონის” მოწინააღმდეგე მოსახლეობა ერთმანეთს დაუპირისპირდა, მას შემდეგ რაც კანონპროექტს “პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების” კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

მასობრივი უკმაყოფილების ფონზე, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა ასლან ბჟანიას მეთაურობით ცდილობს მიიღოს “კანონი,” რომელიც უცხოელებს, მათ შორის რუსებს – გავრცელებული აზრით ამ “კანონის” მთავარ ბენეფიციარებს- ოკუპირებულ რეგიონში ბინების ყიდვის საშუალებას მისცემს. ამჯერად, კანონპროექტით ეს შესაძლებლობა გავრცელდება რეგიონის მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილზე, რომელიც მიიჩნევა, რომ დასავლეთთან შედარებით უფრო სავალალო ეკონომიკურ მდგომარეობაშია.

ადგილობრივები წუხან ისეთ პოტენციურ პრობლემებზე, როგორიცაა ფასების სავარაუდო ზრდა, სტუმარმასპინძლობის ბიზნესის სავარაუდო ზარალი და რეგიონის დემოგრაფიული ბალანსის შესაძლო ცვლილება.

“ალტერნატიული ხედვის წარდგენის მიზნით, ხალხმა გუშინ პარლამენტის წევრებს საკუთარი წარმომადგენლების შეშვება სთხოვა, თუმცა მათ ამის ნება არ მისცეს,” განაცხადა ყოფილმა “პარლამენტარმა” ლეონიდ ჩამაგუამ.

მიუხედავად იმისა, რომ რუსებს აფხაზეთში საცხოვრებლის ყიდვის უფლება არ აქვთ, ისინი უკანონოდ, თაღლითური გზებით მაინც ახერხებენ ბინების შეძენას. მიღების შემთხვევაში, “კანონი აპარტამენტების შესახებ” პროცესს გაამარტვივებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button