ახალი ამბები

რუსთაველის სახელობის თეატრის შენობაში ხანძარი გაჩნდა







ხანძრის შედეგად თეატრის სახურავი დაზიანდა.
შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის შენობას დღეს ხანძარი გაუჩნდა. ადგილზე მისულმა სახანძრო სამსახურმა ხანძრის ლიკვიდაცია ერთ საათში შეძლო. ჯერ-ჯერობით დაუდგენელია ხანძრის გაჩენის მიზეზები. ხანძრის შედეგად შენობის სახურავი დაზიანდა.


დღეს ადგილზე მივიდნენ სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია, პარალმენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელი, თბილისის მერი ვანო ზოდელავა და მთავრობის სხვა წარმომადგენელები.


შოთა რუსთაველის თეატრში სარემონტო სამუშაოები დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და უკვე ერთ თვეში უნდა დასრულებულიყო. რემონტის გამო თეატრში წარმოდგენები არ იმართებოდა.

მსგავსი/Related

Back to top button