skip to content
ახალი ამბები

საქართველოს საზღვრების დაცვა გაძლიერდა

საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი ქვეყნის საზღვრების დაცვას აძლიერებს. ამის შესახებ დღეს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვალერი ჩხეიძემ განაცხადა.


მისი თქმით, მესაზღრეები გასაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებენ და გააკონტროლებენ საზღვრების მთელ პერიმეტრს, რათა არ მოხდეს შეიარაღებული დაჯგუფებების გადმოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე.


გაძლიერებულ რეჟიმზე გადასვლა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც რუსული საინფორმაციო საშუალებების მიერ 15 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია ჩეჩენი ბოევიკების დაღესტანში გადასვლის თაობაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button