ახალი ამბები

გამყრელიძის განცხადებით, ხელისუფლება არჩევნების ჩაშლას ან გადავადებას შეეცდება

(თბილისი, 9 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ახალი მემეარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე ხელისუფლების მხრიდან საპარლამენტო არჩევნების გადადების მიზნით შესაძლო დესტაბილიზაციის მოწყობაზე საუბრობს.
 
“ხელისუფლებას კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რომ არჩევნებში წარმატებას ვერ მიაღწევს, გაყალბების საშუალებას კი ჩვენ არ მივცემთ და ყველა ხერხს გამოიყენებს ჩაშლის ან გადადებისთვის”, – განაცხადა დავით გამყრელიძემ ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ეთერში.

იგი არ გამორიცხავს იმასაც, რომ რომელიმე კონფლიქტურ ზონაში ხელოვნურად მოხდეს სიტუაციის დაძაბვა. გამყრელიძე ასევე აცხადებს, რომ მოსალოდნელია ხელისუფლების მხრიდან  ოპოზიციური პარტიების ლიდერებზე ფარული ზეწოლისა და მათი გადაბირიების მცდელობები.

“ამის რამდენიმე მცდელობას უკვე ჰქონდა ადგილი”, – აცხადებს გამყრელიძე. იგი ყველა ოპოზიციურ პარტიას გაერთიანებისკენ და საკოორდიანციო საბჭოს მსგავსი ორგანოს მოუწოდებს, რათა ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელი ზეწოლა აიცილონ თავიდან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button