ახალი ამბები

აშშ-ს თბილისთან არ ჰქონია კონსულტაციები ირანის წინააღმდეგ საქართველოს გამოყენების თაობაზე, – აცხადებს შევარდნაძის პრესმდივანი

(თბილისი, 29 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – არავითარი თხოვნა ან კონსულტაციები აშშ-სთან საქართველოში სამხედრო ბაზების განლაგების შესახებ მათი ირანის წინააღმდეგ გამოყენების მიზნით არ ყოფილა, – განუცხადა 29 მაისს ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის პრესმდივანმა კახა იმნაძემ რუსეთის მასმედიაში გავრცელებული ცნობების კომენტირებისას ამერიკის მიერ ანტიირანული კოალიციის შექმნის გეგმების თაობაზე.

იმნაძის თქმით, ასეთი ცნობები რუსულ მასმედიაში ახალი ამბავი არ არის, მათ ახასიათებთ საკითხებისადმი თავისებური მიდგომა, როცა საქმე ეხება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას.

რუსულ მასმედიაში გავრცელდა ცნობები, რომ პენტაგონმა ირანის წინააღმდეგ დარტყმის განხორციელების გეგემა შეიმუშავა და სამხედრო ოპერაციაში ირანის წინააღმდეგ აშშ ერაყის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გამოყენებას აპირებს

ცნობები იმის შესახებ, რომ აშშ-ს საქართველოსთან ამ საკითხზე რაიმე მოლაპარაკება ჰქონდა, სიმართლეს არ შეესაბამება, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესმდივანმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button