ახალი ამბები

ოპოზიციის ლიდერები და პრეზიდენტი შევარდნაძე არჩევნების საკითხს განიხილავენ

(თბილისი, 8 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს სახელმწიფო კანცელარიაში პრეზიდენტ შევარდნაძის და ოპოზიციური პარტიების ლიდერთა შეხვედრაა დაგეგმილი. შეხვედრაში თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას “აღორძინებისა” და ლეიბორისტული პარტიის გარდა.

შეხვედრის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე აშშ-ის მთავრობის მითითებებს განიხილავენ, რომლებიც ქართულ მხარეს ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივნმა ჯეიმს ბეიკერმა გადასცა.
 
აშშ-ისადმინისტრაციის რეკომენდაციები ითავლისწინებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებას მთავრობის 5 და ოპოზიციის 9 წარმომადგენლით, თავმჯომარეს კი ეუთო დანიშნავს. რეკომენდაციებში ასევე მითითებულია წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების წესები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button