ახალი ამბები

საქართველოში ეუთო-ს გენერალური მდივანი ჩამოდის

(თბილისი, 6 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ეუთო-ს გენერალური მდივანი იან კუბიში დღეს ექვსდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოდის.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისი შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.

იან კუბიში ასევე ეწვევა ეუთოს მისიას ცხინვალის რეგიონში და ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიას საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის მონაკვეთებზე.

საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებების დროს მხარეებმა შესაძლოა მომავალი საპარლამენტო არჩევნების საკითხიც განიხილონ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button