skip to content
ახალი ამბები

თბილისში დსთ-ს რკინიგზის უწყებების ხელმძღვანელთა შეხვედრა გაიმართება

(თბილისი, 19 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” დღეს დსთ-ს ქვეყნების რკინიგზის დეპარტამენტამენტების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე ასევე მიწვეული არიან 25 სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განიხილება სარკინიგზო მიმოსვლის საკითხები და შემდგომი თანამშრომლობა დსთ-ს ქვეყნებთან. შეხვედრას დაესწრება ტრანსპორტისა და კომუნიკაციის მინისტრი და რკინიგზის დეპარტემანტის ხელმძღვანელობა.

სავარაუდოდ, შეხვედრაზე საქართველო-რუსეთის პრეზიდენტების 7 მარტს სოჭში მიღწეული შეთანხმების სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხიც განიხილება, თუმცა  ამას ქართული მხარე არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ამისათვის სპეციალური ჯგუფია შექმნილი და შეხვედრაზე ამის შესახებ საუბარი არ იქნება.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button