ახალი ამბები

გაზსადენის დაზიანების გამო საქართველოს გაზის მოწოდება შეუწყდა

(თბილისი, 18 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ გუშინ ჩრდილოეთ ოსეთში გაზსადენის აფეთქების შედეგად საქართველოს გაზის მიწოდება შეუწყდა.

როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსი იტყობინება გაზსადენის დაზიანება ზვავის ჩამოწოლამ გამოიწვია.

“გაზსადენის აღდგენას ორი კვირა მაინც დაჭირდება. ავარია მძიმე მდგომარეობაში აყენებს საქართველოს არამარტო გაზით მომარაგებას, არამედ ეს გავლენას იქონიებს ელექტრომომარაგებაზეც,” განაცხადა ავთანდილ ჯორბენაძემ.

ეს ჩრდილოეთ ოსეთში გაზსადენის დაზიანების უკვე მესამე შემთხვევაა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button