ახალი ამბები

დევნილების შიმშილობის აქცია რუსეთის საელჩოსთან

(თბილისი, 17 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – 16 იანვარს აფხაზეთიდან დევნილებმა კვლავ გამარტეს საპროტესტო აქცია თბილისში რუსეთის საელჩოს წინ ძველი მოთხოვნებით – შეწყდეს განახლებული სარკინიგზო მიმოსვლა რუსეთსა და აფხაზეთს შორის და შეწყდეს რუსეთის მოქალაქეობის გაცემა აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის.

ხუთმა დევნილმა საელჩოსთან სიმსილობა გამოაცხადა იმ დრომდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული.

ეს დევნილების მეორე აქციაა რუსეთის საელჩოსთან იანვრის თვეში. ამჟამად ასევე გრძელდება საპროტესტო აქცია ენგურის ხიდთანაც, რომლის მონაწილეებსაც იგივე მოთხოვნები აქვთ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button