skip to content
ახალი ამბები

პორტოს შეხვედრაზე საქართველო რუსული ბაზების საკითხს დააყენებს

(თბილისი, 6 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, რომელიც პორტუგალიის ქალაქ პორტოში ეუთო-ს ქვეყნების საქარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში იღებს მონაწილეობას, ამ შეხვედრაზე საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხის დაყენებას აპირებს.

შეხვედრის მონაწილენი ტერორიზმთან ბრძოლაში ერთობლივი ღონისზიებების გაუმჯობესების საკითხებს განიხილავენ.

საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით აფციაური ხელმძღვანელობს.

ქართული მხარე ახალქალაქსა და ბათუმში მდებარე ბაზების დახურვას მოითხოვს. გუდაუთის ბაზის ბედი ბოლომდე ცნობილი არ არის. რუსული მხარე ამტკიცებს, რომ გუდაუთიდან ჯარები და სამხედრო ტექნიკა გაიყვანა, მაგრამ ქართულ მხარეს ამაში ეჭვი შეაქვს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button