ახალი ამბები

სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამი ჩეჩენის სარჩელი

(თბილისი, 6 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ 5 დეკემბერს არ დააკმაყოფილა იმ სამი ჩეჩენის სარჩელი, რომლებიც რუსეთისთვის მათი გადაცემის თაობაზე გენერალური პროკურორის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ.

წინასწარ პატიომრობაში მყოფი ჩეჩნები ამტკიცებდნენ, რომ მათი იდენტიფიკაციის პროცესი არ დასრულებულა და ამიტომ, გადაწყვეტილება მათი ექსტრადიციის შესახებ უკანონოა.

ამჯერად ამ სამ ჩეჩენს, კანონის მიხედვით, 10 დღის ვადაში უფლება აქვთ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება საოლქო სასამართლოში გაასაჩივრონ.

ეს სამი ჩეჩენი იმ 13 პირს შორის იყო, რომლებიც 3-5 აგვისტოს ქართველმა მესაზღვრეებმა რუსეთის საზღვართან ახლოს დააკავეს. სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ მათ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და იარაღისა და ასაფეთქებელი მასალების კონტრაბანდის ბრალდებები წაუყენა.

ოქტომბერში საქართველომ უკვე გადასცა რუსეთს 5 ამ 13-დან. 28 ნოემბერს, მას შემდეგ რაც ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ გააუქმა მის მიერვე დაწესებული მორატორიუმი ჩეჩნების რუსეთისთვის გადაცემაზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თანხმობა განაცხადა კიდევ სამი ჩეჩენის ექსტრადიციაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button