ახალი ამბები

ახალი საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატის იმუნიტეტის შეზღუდვის თაობაზე

(თბილისი, 25 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია “სოციალისტების” წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომელიც პარლამენტის დეპუტატის უფლებების გარკვეულწილად შეზღეუდვას ითვალისწინებს.

25 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ მის მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით უნდა შეიზღუდოს პარლამენტის დეპუტატის იმუნიტეტი. შეზღუდვა უნდა მოხდეს სისხლის სამართლის ნაწილში, ხოლო პოლიტიკურ უფლებებში იმუნიტეტი დარჩება.

აღნიშნული ინიციატივის საბაბი გახდა პარლამენტის დეპუტატებს შორის ბოლო დროს მომხდარი რამდენიმე ხელჩართული დაპოირისპირება, რის შედეგადაც ჯერ-ჯერობით პასუხი არავის უგია.

ამჟამინდელი კანონმდებლობით, დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნა მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, როცა გენერალური პროკურატურა პარლამენტს შესაბამისი თხოვნით მიმართავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button