ახალი ამბები

ნატო საქართველოსთან ინდივიდუალური პროგრამით იმუშავებს

(თბილისი, 23 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – უახლოეს დროში საქართველოში ნატო-ს ექსპერტები ჩამოვლენ, რომლებიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრირების საკითხებზე იმუშავებენ.

“დიდი პერსპექტივის მქონეა მოლაპარაკებები, რომლებიც ლორდ რობერტსონთან მქონდა პრაღაში. საქართველო და ნატო ცალკე ინდივიდუალური თანამშრომლობის გეგმას შეადგენენ, რომლის საბოლოო მიზანიც იქნება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება”, – განუცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ ჟურნალისტებს ჩეხეთიდან საქართველოში გამომგზავრებისას.

22 ნოემბერს პრაღის სამიტზე გამოსვლისას ედუარდ შევარდნაძემ ოფიციალურად განაცხადა ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების სურვილის შესახებ.

“ჩვენ შევთანხმდით, რომ გამოცდილი სპეციალისტებით დაგვეხმარებიან და საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობის პროგრამა ერთ-ერთი საუკეთესო და სამაგალითო იქნება”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

შევარდნაძემ არ დააკონკრეტა, თუ როდის იქნება რეალურად შესაძლებელი საქართველოს გაწევრიანება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, მაგრამ როგორც მან განაცხადა “არც ისე დიდი დრო უნდა იყოს დარჩენილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button