ახალი ამბები

გერმანია უცხოელების წინააღდმეგ ჩადენილი დანაშაულებებით არის შეშფოთებული

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 24 ივლისი, 2002) – გერმანიის ელჩმა საქართველოში უვე შრამმა 22 ივლისს სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძესთან და შინაგან საქმეთა მინისტრ კობა ნარჩემაშვილთან საუბრისას შეშფოთება გამოთქვა საქართველოში უცხოელების წინააღდმეგ ჩადენილი დანაშაულებების ზრდასთან დაკავშირებით.

გერმანიის ელჩმა ისაუბრა გერმანელი დიპლომატის, თბილისში გაეროს მისიის თანამშრომლის გუნტერ ბაუჩერის მკვლელობისა და ორი კვირის წინ გაუჩინარებული ბიზნესმების კლაუს დროიგეს ჯერ კიდევ გაუხსნელ საქმეებზე.

ჯერ კიდევ გატაცებული რჩება ბრიტანელი ბიზნესმენი პიტერ შოუ. პოლიციის მტკიცებით ყველა ეს საქმე უახლოეს მომავალში გაიხსნება.

Back to top button