ახალი ამბები

პრეზიდენტი გმობს ოფიცრების სურვილს ჯარის დატოვების შესახებ

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 22 ივლისი, 2002) – დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ დაგმო კომანდოსა და კოჯრის სპეცდანიშნულების ბატალიონების ოფიცრების სურვილი ჯარის დატოვების შესახებ.

“მე არ ვამართლებ ასეთ გადაწყვეტილებას, თუმცა ნიკა ჯანჯღავაზე [სახმელეთო ძალების სარდლის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი] ცუდს ვერაფერს ვიტყვი”, აღნიშნა პრეზიდენტმა.

19 ივლისს კომანდოსა და კოჯრის სპეცდანიშნულების ბატალიონების 102-მა ოფიცერმა ნიკა ჯანჯღავას ხელმძღვანელობით წასვლის შესახებ პატაკი დაწერა.

თავდაცვის მინისტრთან საუბრის შემდეგ ჯანჯღავამ ჯარის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა, ხოლო ბატალიონთა ოფიცრები თავიანთი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდნენ.

როგორც სახმელეთო ძალების სარდლის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებელმა ნიკა ჯანჯღავამ განაცხადა, ოფიცრებს ასეთი ნაბიჯის გადადგმა ჯარში არსებულმა ცუდმა პირობებმა აიძულა.

Back to top button