ახალი ამბები

ხელისუფლება ფერადი ლითონის ექსპორტზე მორატორიუმის მოხსნას მოითხოვს

(თბილისი, 6 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – ფინანსთა სამინისტრო მიმართვს პარლამენტს მოიხსნას მორატორიუმი ფერადი ლითონების ექსპორტთან დაკავშირებით.

დღეს იურიდულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში გამართულ სხდომაზე, სადაც ეს საკითხი განიხილებოდა, ფინანსთა სამინიტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ფერდი ლითონის ექსპორტზე მორატორიუმის გაუქმება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი რეკომენდაციაა.

აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, ლითონის არალეგალურ ექსპორტს მაინც აქვს ადგილი, ამიტომ ჯობია მოხდეს ექსპორტის დარეგულირება.

18 მაისის პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებმა უარი განაცხადეს განეხილათ კანონპროექტი, რომელიც ფერადი ლითონის ექსპორტს არეგულირებს.

Back to top button