ახალი ამბები

ამერიკელი სამხედროების ჩამოსვლა ტექნიკური პრობლემების გამო გვიანდება

(თბილისი, 8 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების საქართველოში ჩამოსვლა ტექნიკური პრობლემების გამო გვიანდება, – განაცხადა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

შევარდნაძის თქმით, ამერიკელმა ექსპერტებმა ელემენტარულ დონეზე ქართული ენის შესწავლა უნდა მოასწრონ.

“ამერიკელი ინსტრუქტორები აუცილებლად ჩამოვლენ და მოამზადებენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს,” – აღნიშნა პრეზიდენტმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის გელა ბეჟუაშვილის ინფორმაციით, ამერიკელი სამხედრო ექსპერტები საქართველოში აპრილის ბოლოსთვის ჩამოვლენ. 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button