ახალი ამბები

რუსეთი და საქართველო ლტოლვილთა რეპატრიაციის საერთო გეგმაზე შეთანხმდნენ

(თბილისი, 16 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – ჩეჩენ ლტოლვილთა რეპატრიაციასთან დაკავშირებით რუსეთიდან ჩამოსულმა დელეგაციამ და ქართულმა მხარემ 15 დეკემბერს ხელი მოაწერეს მოქმედების საერთო გეგმას, რომელიც პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩენ ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნებას ითვალისწინებს.

რუსეთის საგანგებო საქმეთა მინისტრმა იური ბრაჟნიკოვმა, რომელიც რუსულ დელეგიაციას ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ გეგმის თანახმად, მარტში მოხდება ჩეჩენი ლტოლვილების აღწერა; აპრილში კი დაიწყება იმ ლტოლვილების რეგისტრაცია, რომელთაც ჩეჩეთში დაბრუნება სურთ.

ლტოლვილების დაბრუბის შემთხვევაში რუსეთის მხარე მათი უსაფრთხოების სრულ გარანტიას იძლევა, გარაცხადა ბრაჟნიკოვმა 16 თებერვალს.

მხარეები არ აკონკრეტებენ ზუსტ თარიღს, თუ როდის უნდა დაიწყოს რეპატრიაცია.

რუსეთის დელეგაცია საქართველოს 14-15 თებერვალს ეწვია. 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button