ახალი ამბები
სამართალდამცავებმა ახმეტაში სამი ადამიანი დაჭრეს
(თბილისი, 25 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – 26 იანვარს საქართველოს უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა ახმეტის რაიონის მკვიდირი სამი ადამიანი დაჭრეს. ერთ-ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. უშიშროეობის მინისტრი ვალერი ხაბურძანია აცხადებს, რომ შემთხვევას საერთო არაფერი აქვს პანკისში მიმდინარე ოპერაციასთან, რომელიც ხეობის კრიმინალებისგან გაწმენდას ითვალისწინებს. შემთხვევა პოლიციელებსა და ადგილობრივებს შორის კაფეში მომხდარი შელაპარაკების შედეგად მოხდა. ინციდენტს სამხერდო პროკურატურა იძიებს.
This post is also available in: English (ინგლისური)