ახალი ამბები

თბილისი პანკისის ხეობაში რუსეთთან ერთობლივი სამხედრო ოპერაციის ჩატარების წინააღმდეგია

საქართველო რუსეთს პანკისის ხეობაში ერთობლივი საომარი ოპერაციის ჩატარებაზე არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდება. ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ ხეობაში ჩეჩენი ტერორისტები აფარებენ თავს, სადაც საწვრთნელი ბაზები აქვთ განთავსებული. საქართველო ამას კატეგორიულად უარყოფს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეს განცხადება მოჰყვა, რუსეთის დუმის დეპუტატის, ფრაქცია “მემარჯვენე ძალთა კავშირის” წევრის ბორის ნემცოვის განცხადებას. მისი თქმით, რუსეთმა, საქართველოსგან დამოუკიდებლად უნდა განახორციელოს საომარი ოპერაცია პანკისის ხეობაში მყოფი ტერორისტების წინააღმდეგ. 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button