არქივი

ძებნის შედეგები

Found 39946 Results
Page 3 of 400

საია: პარლამენტი ვალდებულია, გააფართოოს სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის ფორმატი


ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციის შესრულებაზე მთავრობის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით პარლამენტში მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და ევროკავშირი-საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმაზე წარმოდგენილი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. რამდენიმე გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ პლატფორმა დატოვა და ამიტომ მათ შეხვედრაში მონაწილეობის უფლება არ მიეცათ. „სამოქალაქო საქართველომ“ მიმდინარე მოვლენებზე კომენტარისთვის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ნონა ქურდოვანიძეს მიმართა. ეს ერთ-ერთი ის …

ტეგები: , , ,

29/01/2024 - 18:45


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. მან ამის თაობაზე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. ხაზი გაუსვა რა შიდაპარტიულ დემოკრატიას, მან განაცხადა, რომ „საჭიროა სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა“. ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მან მიიღო შემოთავაზება, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გახდეს. „პრემიერ-მინისტრად მუშაობისას გაწეული უდიდესი მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, …

ტეგები: , , ,


სახალხო დამცველს ახალი მოადგილე ჰყავს


საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა 29 იანვარს ირინე ჩიხლაძე თავის ახალ მოადგილედ დანიშნა. იგი კოორდინაციას და ზედამხედველობას გაუწევს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის, გენდერის დეპარტამენტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის, თანასწორობის დეპარტამენტისა და რეგიონული სამმართველოს საქმიანობას. ეს თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ, ნათია ჯულაყიძემ რამდენიმე თვის წინ თანამდებობა …

ტეგები: , ,


პარლამენტში ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა


ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციის შესრულებაზე მთავრობის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით პარლამენტში მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანათავმჯდომარეობდნენ. შეხვედრამდე პაპუაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრის დღის წესრიგი ითვალისწინებს ყველა იმ საკითხის განხილვას, რომელიც ცხრა ნაბიჯიდან გამომდინარეობს და „აქცენტი გაკეთდება იმ საკითხებზე, რომლებიც პარლამენტის …

ტეგები: , , ,


საქართველომ და ევროკავშირმა უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგის მე-6 შეხვედრა გამართეს


საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგის მე-6 შეხვედრა 23 იანვარს ბრიუსელში გაიმართა, სადაც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-რელიზის თანახმად, მხარეებმა  საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროებში შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებით მზაობა დაადასტურეს, რაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებასა და, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ 2023 წლის დეკემბერში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შედეგად, „მხარეთა შორის ურთიერთობებში შექმნილ ახალ სტრატეგიულ …

ტეგები: , ,


პაპუაშვილი და POSTV აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის ავტორებს აკრიტიკებენ


აღმოსავლეთ პარტნიორობის განახლებული ინდექსის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში, რომელშიც ექვს ქვეყანას შორის საქართველო მესამე ადგილს იკავებს მოლდოვისა და უკრაინის შემდეგ და რომლის თანახმადაც „ქვეყანამ მნიშვენლოვანი პოზიციები დაკარგა როგორც დემოკრატიის, ისე კარგი მმართველობის კუთხით, ასევე პოლიტიკის დაახლოების მიმართულებითაც“, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ინდექსის ავტორები გააკრიტიკა და ისინი ევროპული სტრუქტურებისთვის საქართველოს შესახებ არაზუსტი ინფორმაციის გაგზავნაში დაადანაშაულა. ამ თემაზე …

ტეგები: ,


ტელეკომპანია „იმედი“: ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობებს გაცვლიან


ტელეკომპანია „იმედი“ ახლო მომავალში „ქართული ოცნების“ მოქმედი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძესა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის თანამდებობების გაცვლის შესახებ იტყობინება. „იმედმა“ განაცხადა 29 იანვარს, რომ მისი „ექსკლუზიური ინფორმაციით“, მმართველი პარტია მინისტრთა კაბინეტის ცვლილებასაც გეგმავს. გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე ასევე დაიკავებს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის პოსტს. „იმედის“ ინფორმაციით, მოსალოდნელი ცვლილებები 24 იანვარს გამართულ მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს …

ტეგები: , , ,


განახლება: გამოსახლების საქმეზე სასამართომ ორ პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა


კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლების საქმეზე 25 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორ პირს, აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ხასაიას და კეკელიძეს აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანებას ედავებიან. ბრალდებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ედებათ, რაც გულისხმობს ჯგუფურად  სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი …

ტეგები: , ,

28/01/2024 - 14:40


ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ოკუპირებულ აფხაზეთში არ შეუშვეს


თავის განცხადებაში, რომელიც Jam News-მა 26 იანვარს გამოაქვეყნა, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი აცხადებს, რომ მისი თხოვნა იანვრის ბოლოს აფხაზეთში ჩასვლის შესახებ არ დაკმაყოფილდა. მისი თქმით, ბოლო ექვსი თვის მანძილზე მას უკვე მეორედ უთხრეს უარი ოკუპირებულ რეგიონში შესვლაზე. „აფხაზეთის შედარებითი გახსნილობა არ უნდა გახდეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მსხვერპლი“, …

ტეგები: , , ,

27/01/2024 - 15:12


პრეზიდენტი სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ „არ მიეცა შესაძლებლობა“ შეხვედროდა ფაშინიანს


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 იანვარს სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ არ მიეცა შესაძლებლობა შეხვედროდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მისი საქართველოში ვიზიტის დროს. საქართველოს პრეზიდენტმა Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა: „საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება  ქვეყანაში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, თუმცა სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში“. „ასევე …

ტეგები: ,


ევროკავშირის ელჩი 2024 წლის არჩევნებზე, ცხრა ნაბიჯზე, რეფორმებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსზე


ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ 26 იანვარს საბაჟოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების შემდეგ, ელჩმა ჟურნალისტებთან რამდენიმე საკითხზე გააკეთა კომენტარი, მათ შორის ევროკავშირის საერთო სატრანზიტო სისტემაში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაზე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და საარჩევნო პროცესის მონიტორინგზე, 9 ნაბიჯზე, რომელიც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლისთვის უნდა გადადგას და აღმოსავლეთ …

ტეგები: , , ,


გამოსახლების საქმეზე სასამართლომ რვა ბრალდებულს ჯარიმა დააკისრა


26 იანვარს, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლების პროცესში ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაპირისპირების დროს ადმინისტრაციული ბრალდებით დაკავებული რვა პირი, თითოეული, 2000 ლარით დაჯარიმდა. ეს ინფორმაცია „სამოქალაქო საქართველოს“ სოციალური სამართლიანობის ცენტრმა დაუდასტურა. ორგანიზაცია სასამართლოში რვა ბრალდებულიდან შვიდის ინტერესებს იცავდა. ამავე ინფორმაციით, მერვე დაჯარიმებულს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის გამოსახლებას …

ტეგები: ,

26/01/2024 - 20:12


სტუდენტებმა ჩიქობავას და ხასაიას გათავისუფლების მოთხოვნით თსუ-ს კანცელარია დაიკავეს


26 იანვარს სტუდენტებმა, მათ შორის მაისის სტუდენტური მოძრაობის წევრებმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) კანცელარია დაიკავეს და აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას გათავისუფლება მოითხოვეს. ორივე მათგანს გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლების პროცესში აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის ჯგუფურად დაზიანების გამო წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სტუდენტები ასევე ითხოვენ, რომ შეწყდეს ხალხის „უკანასკნელი საცხოვრებლიდან“ …

ტეგები: , ,


სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს სტუმრობს


სომხეთის დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით 26 იანვარს საქართველოში ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანი თავის ქართველ კოლეგას, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა, რის შემდეგაც ღარიბაშვილმა და ფაშინიანმა პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.   მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის …

ტეგები: , , , , , ,


რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები შენობის დემონტაჟის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ


აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის (,,რესპუბლიკური საავადმყოფო”) თანამშრომლებმა 26 იანვარს ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს, სადაც საავადმყოფოს შენობის დემონტაჟის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ მთავრობას, რომ გააუქმოს გადაწყვეტილება და სანაცვლოდ შემოთავაზებილი კომპენსაციის მიღებაზეც უარს აცხადებენ. საავადმყოფოს თანამშრომლებმა 25 და 26 იანვარს საავადმყოფოს ეზოში ორი საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, ისინი რეაბილიტაციას არ ეწინააღმდეგებიან, …

ტეგები: ,


TI საქართველო: „კორუფციამ საქართველოში უკიდურესი – „სახელმწიფოს მიტაცების“ ფორმა მიიღო“


„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევების სია განაახლა. ორგანიზაცია სიას პერიოდულად ანახლებს, რაც დარღვევებზე დაკვირვებისა და მაღალი დონის კორუფციის მასშტაბის შეფასების შესაძლებლობას იძლევა. განახლებული სია მაღალი დონის კორუფციის 164 სავარაუდო შემთხვევას მოიცავს, სადაც სულ ცოტა 169 მაღალი რანგის თანამდებობის პირია იდენტიფიცირებული, მათ შორის 13 მოსამართლე, 30 პარლამენტის წევრი, ასევე პრემიერ-მინისტი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, …

ტეგები: ,


პრეზიდენტის, მთავარი არხის, ფორმულას და SovLab-ის ვებგვერდებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა


25 და 26 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციური ტელეკომპანიების „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ ვებგვერდებზე, ასევე საქართველოს პრეზიდენტის ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. მანამდე 23 იანვარს, რუსეთიდან კიბერთავდასხმის შესახებ „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამაც“ (SovLab) გაავრცელა განცხადება. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პრეზიდენტის ვებგვერდზე შესვლისას ჩნდება წარწერა: „დაჰაკულია COZY BEAR-ის მიერ, დიდება რუსეთს“. მოგვიანებით, წარწერა წაიშალა პრეზიდენტის ვებგვერდიდან, თუმცა ის ჯერაც არ …

ტეგები: , , , ,


ობრაიენი: აშშ დამკვირვებლებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან იმუშავებს, რათა არჩევნებმა კარგად ჩაიაროს


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ობრაიენმა, 25 იანვარს გერმანიის მარშალის ფონდის (GMF) ღონისძიებაზე „ევროპა ერთიანი და თავისუფალი: 2024 წლის პრიორიტეტები“ საუბრისას განაცხადა, რომ აშშ საქართველოს ხედავს, როგორც „გადამწყვეტ პარტნიორს შავი ზღვის უსაფრთხოების თვალისაზრისით“. მან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ასევე საქართველოს ხელისუფლება სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად გაწეული …

ტეგები: , , ,


სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებენ


სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა 25 იანვარს კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს. მედიასთან საუბრისას კონსილიუმის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სომატურად გაუმჯობესებულია, თუმცა ნევროლოგიური თვალსაზრისით, მისი მდგომარეობა თითქმის უცვლელია. ტელეკომპანია „მთავართან“ საუბროსას ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ კერძოდ განაცხადა: „სააკაშვილის ნევროლოგიური მდგომარეობა იგივე რჩება, მაგრამ სომატური მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რაც ნიშნავს, რომ წონაში მოიმატა ცოტა. …

ტეგები: , ,


კომპანიას, რომელსაც წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის კონტრაქტი შეუწყვიტეს, ახალი კონტრაქტი გაუფორმდა


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შპს RTD-სთან იგოეთი-კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე კონტრაქტი გააფორმა. შპს RTD ის კომპანიაა, რომელსაც თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის კონტრაქტი ვადაგადაცილების გამო შეუწყვიტა. 21/01/2024 – წერეთლის გამზირის გაჭიანურებული რეკონსტრუქციის გამო თბილისის მერი კრიტიკის სამიზნე გახდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადების თანახმად, საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი 2023 წლის 9 ნოემბერს …

ტეგები: ,

25/01/2024 - 18:38


აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსში საქართველო მესამე ადგილზეა


აღმოსავლეთ პარტნიორობის განახლებული ინდექსის მიხედვით, რომელიც 24 იანვარს გამოქვეყნდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის საქართველო მესამე ადგილს იკავებს 0.63 ქულით. პირველ ადგილზე მოლდოვა, ხოლო მეორე ადგილზე უკრაინაა. მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ადგილებს, შესაბამისად, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი ინაწილებენ. 2023 წლის გამოცემა განიხილავს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და დეტალურ ინფორმაციას იძლევა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის …

ტეგები: , ,


კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის მოუწოდებს ხელისუფლებას „შეწყვიტოს სამოქალაქო ორგანიზაციებზე თავდასხმები“


კოალიციამ ინფორმაციის სანდოობისთვის 24 იანვარს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ „სამოქალაქო ორგანიზაციებზე მიზანმიმართულ თავდასხმას“. კერძოდ, ორგანიზაცია ბოლო პერიოდში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს, რომლებიც „დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლი, საარჩევნო საკითხებსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად“ და ხაზს უსვამს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე წელს ქვეყანაში დაგეგმილია არჩევნები, …

ტეგები: , , ,


საქართველომ 2023 წელს ბუნებრივი აირის იმპორტი რუსეთიდან 16,5%-ით გაზარდა


2023 წელს საქართველოს დამოკიდებულება რუსეთიდან და ირანიდან ნავთობის აირებისა და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადების (ბუნებრივი აირის) იმპორტზე გაიზარდა წინა წელთან შედარებით, ხოლო აზერბაიჯანიდან იმპორტი შემცირდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, იმპორტის ზრდა საქართველოში გაზის გაზრდილი წლიური მოხმარებითაა განპირობებული. „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს საქართველომ რუსეთიდან 486 ათასი ტონა გაზი შემოიტანა, რაც 69 ათასი ტონით (16,54%) აღემატება …

ტეგები: , , ,

24/01/2024 - 19:10


საქართველო და საუდის არაბეთი მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნაზე შეთანხმდნენ


24 იანვარს, საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში, გაფორმდა შეთანხმება საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრეს, პრემიერ-მინისტრ პრინც მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდს შორის გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღებული. შეთანხმების თანახმად, მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრები მიიღებს …

ტეგები: , ,


ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისს უკმაყოფილება მოყვა


ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „საწვავის ასოციაციამ“, რომელიც დაახლოებით 40 ადგილობრივ კომპანიას აერთიანებს, 24 იანვარს სოხუმში ე.წ. „საზოგადოების შეხვედრა“ გამართა. შეხვედრის გამართვა ოკუპირებულ რეგიონში საწვავის კრიზისმა განაპირობა, რაც, თავის მხრივ, რუსეთის მთავრობის 2023 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც კრემლის მიერ კონტროლირებად „როსნეფტს“ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ასევე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საწვავის ექსპორტის ექსკლუზიური უფლება მიენიჭა. ამ …

ტეგები: , , ,


საქართველოს ჩინეთში, ისრაელში, იორდანიასა და ქუვეითში ახალი ელჩები ჰყავს


საქართველოს ჩინეთში, ისრაელში, იორდანიასა და ქუვეითში ახალი ელჩები ჰყავს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზის თანახმად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახლად დანიშნულ ელჩებს 24 იანვარს შეხვდა. პაატა კალანდაძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. მანამდე ის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყო საქართველოს ელჩი. ის სხვადასხვა წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი …

ტეგები: ,


აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კიდევ ერთი ოჯახის გამოსახლება გადადო


23 იანვარს კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინიდან ოჯახის გამოსახლების შემდეგ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გადაწყვიტა, რომ კიდევ ერთი ოჯახის გამოსახლება, რომელიც დღეს იგეგმებოდა, გადაედო. სააგენტომ თავისი გადაწყვეტილება „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა. „ვინაიდან ოჯახი არის სოციალურად დაუცველი და ასევე ოჯახში ცხოვრობს 2 არასრულწლოვანი, ბიურო აძლევს დამატებით დროს, რამდენიმე თვეს, მხარეებს მოლაპარაკებისა და შეთანხმებისთვის. ჩვენც ჩავერთვებით და ვეცდებით რომ …

ტეგები: ,


TI საქართველო: მთავრობამ განკარგულებებზე, მათ შორის სახელმწიფო ქონების გადაცემაზე ინფორმაცია დამალა


„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 24 იანვარს განაცხადა, რომ 2023 წელს მთავრობის მიერ განხილული მინიმუმ 531 განკარგულების პროექტიდან, რომელთა თითქმის მეოთხედი (122 განკარგულება) სახელმწიფო ქონების სხვადასხვა ფორმით გადაცემას ეხებოდა, დღემდე არცერთი არ გასაჯაროებულა. ამასთან, მთავრობამ არ გამოაქვეყნა 48-დან 4 სხდომის დღის წესრიგი. ორგანიზაციის თქმით, დოკუმენტების მიღება შეუძლებელია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზითაც. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ აღნიშნა, …

ტეგები: , ,


ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოსახლების დროს პოლიციის მხრიდან ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტებს ეხმიანება


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 23 იანვარს კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ოჯახის გამოსახლებისას ჟურნალისტებზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტებს განცხადებით გამოეხმაურა. მან დაგმო ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი და მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ დაიწყოს  გამოძიება, რათა „მოძალადე პოლიციელებმა კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი“. ქარტიას მაგალითად „მაუწყებლის“ ჟურნალისტ რატი რატიანზე ფიზიკური ძალადობის …

ტეგები: , ,

23/01/2024 - 21:31


„სამოქალაქო იდეა“ ანტიჩინური განცხადებების გავრცელების თაობაზე პაპუაშვილის ბრალდებას პასუხობს


არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“, რომელიც ბოლო წლებია საქართველოში ჩინეთის საქმიანობას აკვირდება, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მხრიდან ორგანიზაციისა და მისი დამფუძნებლის თინათინ ხიდაშელის მწვავე კრიტიკას გამოეხმაურა. კრიტიკა მას შემდეგ გაძლიერდა, რაც „სამოქალაქო იდეამ“ 18 იანვარს გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „ზღვაში წვეთი – ჩინური ინვესტიციები საქართველოში“. სტატია, რომელიც სტატისტიკურ მონაცემებზეა დაფუძნებული, შეიცავს ინფორმაციას ჩინეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ. …

ტეგები: , , ,


ქართველმა კაპიტანმა და მეზღვაურებმა კუნძულ კრეტას მახლობლად 34 ადამიანი გადაარჩინეს


საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ განაცხადა დღეს, რომ 20 იანვარს, ღამის საათებში  გემ Lider Halil-ის ეკიპაჟმა, მათ შორის ქართველმა კაპიტანმა და ორმა მეზღვაურმა, კუნძულ კრეტას მახლობლად მიგრანტების ნავიდან 34 ადამიანი გადაარჩინა. სააგენტოს ინფორმაციით, ხმელთაშუა ზღვაში მცურავ გემ Lider Halil-ს კუნძულ კრეტას სამაშველო სამსახური დაუკავშირდა და მათთან ახლოს მყოფი მიგრანტების ნავის შესახებ შეატყობინა, სადაც ოცდახუთამდე ადამიანი იმყოფებოდა და …

ტეგები: ,


პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი ხუთი პირი დააკავა


შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისსა და იმერეთში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს. შსს-ს პრესრელიზის თანახმად, დაკავებულებს ბრალად ედებათ ქურდული სამყაროს წევრობა, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა და ჯგუფურ გამოძალვაში თანამონაწილეობა. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას …

ტეგები: ,


აღსრულების პოლიციის მიერ თბილისში ოჯახის გამოსახლებას მწვავე წინააღმდეგობა მოყვა


თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის გამოსახლებას მწვავე წინააღმდეგობა მოყვა. აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები კეკელიძის ქუჩაზე 23 იანვარს დილას მივიდნენ, თუმცა გამოსახლების მცდელობას ბინის მესაკუთრეებისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან სერიოზული წინააღმდეგობა მოყვა. ბინის მესაკუთრეებისა და მათი ახლობლების მხრიდან რამდენიმესაათიანი წინააღმდეგობის შემდეგ, სამართალდამცველებმა საბოლოოდ გამოსახლების პროცესი დაიწყეს. ვრცელდება ინფორმაცია დაკავებების შესახებაც. ზოგიერთი მედიასაშუალების ინფორმაციით, პოლიციამ …

ტეგები: ,


ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების კაბინეტის საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 22 იანვარს არაბთა გაერთიანებული საამიროების კაბინეტის საქმეთა მინისტრის მოადგილეს კონკურენტუნარიანობისა და ცოდნის გაცვლის საკითხებში, აბდულლა ნასსერ ლუთას შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ამავე ინფორმაციით, დადებითად შეფასდა ბოლო წლებში მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკა და აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია ყურის ქვეყნებთან პარტნიორული …

ტეგები: , ,


ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2023 წელს შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა


ადამიანის უფლებათა ცენტრმა 22 იანვარს შეკრებებისა და მანიფესტაციების მონიტორინგის შესახებ 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში წარმოაჩენს ეროვნული კანონმდებლობის დარღვევებსა და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობის შემთხვევებს იმ 15 შეკრების მიმდინარეობისას, რომლებსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი დააკვირდა. კერძოდ, დოკუმენტში განხილული საკითხები მოიცავს აქციის დაშლისას სპეციალური საშუალებების გამოყენებას, აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების უფლებების დარღვევას, საპროტესტო კარვის გაშლის აკრძალვას, …

ტეგები: , ,


ევროპის მოამბე: 22 იანვარი


“Cherchez la femme” ბრიუსელში დიპლომატები ჭორაობენ – ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, არ არის გამორიცხული, ყველა უმაღლესი ევროპული თანამდებობა ქალებმა ჩაიბარონო. საუბარია ოთხ უმაღლეს თანამდებობაზე – ევროკომისიის, ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებზე, ასევე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელზე. არც თუ დაბალი ალბათობით, თანამდებობებს შეინარჩუნებენ ევროკომისიის პრეზიდენტი, გერმანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი, მალტელი …

ტეგები: , , , , , , , , ,

22/01/2024 - 22:42


ანტიკორუფციული ბიურო 300 თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციებს შეამოწმებს


საქართველოს ანტიკორუფციულმა ბიურომ განაცხადა, რომ 2024 წელს „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის“ გამო 300 თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციებს შეამოწმებს. თანამდებობის პირთა შორის, რომელთა ქონებრივი დეკლარაციებიც შემოწმდება, არიან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრები, მათი მოადგილეები და პარლამენტის წევრები. შემოწმება ასევე შეეხება თბილისის მერს, კახა კალაძეს. დოკუმენტის მიხედვით, ანტიკორუფციული ბიურო …

ტეგები: ,


რელიგიათა საბჭო ტოლერანტობის ცენტრისა და მისი ხელმძღვანელის წინააღმდეგ პაპუაშვილის განცხადებას ეხმიანება


სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ 22 იანვარს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ტოლერანტობის ცენტრისა და მისი ხელმძღვანელის, ბექა მინდიაშვილის წინააღმდეგ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმიანება. მან დადებითი შეფასება მისცა და მხარდაჭერა გამოუცხადა ტოლერანტობის ცენტრს და მის დირექტორს, ბექა მინდიაშვილს. 20 იანვარს,  პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც დაგმო „დეზინფორმაციის, მანიპულაციის და ისტერიის ის …

ტეგები: ,


ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის შედეგად სამხატვრო გალერეა განადგურდა  


ოკუპირებული აფხაზეთის სამხატვრო გალერეაში 21 იანვარს მომხდარი ხანძრის შედეგად აფხაზი მხატვრების ნამუშევრები განადგურდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძარს 4 000-ზე მეტი ნახატი ემსხვერპლა და მხოლო 200-მდე ნამუშევრის გადარჩენა მოხერხდა. გალერეის დირექტორმა, სურამ საკანიამ განაცხადა, რომ გალერეას „გამოუსწორებელი ზიანი“ მიადგა. ინციდენტს დე ფაქტო ხელისუფლების მიმართ პროტესტი და კრიტიკა მოყვა მისი დაუდევრობის, გალერეის მიმართ არასწორი, უყურადღებო და უპასუხისმგებლო …

ტეგები: , , ,


სუსი ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ ცრუ შეტყობინებებს იძიებს


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ 21 იანვარს მან მიიღო შეტყობინებები ბათუმში სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ. თუმცა, სუსის კონტრტერორისტული დანაყოფებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული სპეციალური ღონისძიებების შედეგად „ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა“.   სუსის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოპოვებული ოპერატიული მონაცემების ანალიზით, …

ტეგები: , ,


2023 წელს საქართველოში საგარეო ვაჭრობა 12.5%-ით გაიზარდა


„საქსტატის“ მიერ 22 იანვარს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 21.53 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12.5%-ით მეტია. ექსპორტი 9.1%-ით გაიზარდა და 6.09 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 14%-ით, 15.44 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წელს 9.35 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო …

ტეგები: , , ,


წერეთლის გამზირის გაჭიანურებული რეკონსტრუქციის გამო თბილისის მერი კრიტიკის სამიზნე გახდა


დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური არტერიის, წერეთლის გამზირის რეკონსტრუქციის დასრულება იანვრის ბოლოს იგეგმება. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ თბილისის მერია ამ ვადაში ჩაეტევა იმის გათვალისწინებით, რომ მან გააუქმა კონტრაქტები იმ კომპანიებთან, რომლებიც გამზირის რეკონსტრუქციაზე იყვნენ პასუხისმგებელნი და ოთხ სხვა კომპანიასთან გააფორმა ახალი კონტრაქტები. კორუფციასა და უსაშველო საცობებთან დაკავშირებული ბრალდებების ფონზე, თბილისის მერმა კახა კალაძემ პირობაც კი დადო, რომ …

ტეგები: , , ,


ამიხსენი | მიგრაციის ევროპული პაქტი


რა მოხდა? გასული წლის მიწურულს, 20 დეკემბერს, ევროკავშირის მთავარმა ინსტიტუტებმა, კერძოდ კი აღმასრულებელმა ევროკომისიამ, ევროპელების მიერ არჩეულმა ევროპარლამენტმა და მთავრობათაშორისმა ევროკავშირის საბჭომ მიგრაციის ერთობლივ მართვასთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს. სამწლიანი დაძაბული სჯა-ბაასის შემდეგ ევროინსტიტუტები “მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ახალი პაქტის” ხუთ ინიციატივაზე შეჯერდნენ. შეთანხმება უკვე იქცა მიგრანტების უფლებადამცველთა რისხვის სამიზნედ, თუმცა პრობლემაზე საერთო ხედვის მიღწევის …

ტეგები: ,

21/01/2024 - 19:33


პაპუაშვილი სტალინის გამოსახულებიან ხატთან დაკავშირებით ტოლერანტობის ცენტრს, SovLab-ს, არასამთავრობოებს და USAID-ს აკრიტიკებს


პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც დაგმო „დეზინფორმაციის, მანიპულაციის და ისტერიის ის ნაზავი, რომელიც საზოგადოებამ ეკლესიაზე და მის მრევლზე თავდასხმისას იხილა“. პაპუაშვილის თქმით, „საკმაოდ მყარად იქმნება აღქმა, რომ ეს შეტევა, რომელიც დღემდე გრძელდება, წინასწარ დაგეგმილი და კოორდინირებულია“ და „მიუახლოვდა იმ საშიშ ზღვარს, რომლის მიღმაც სამოქალაქო მშვიდობისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება შეიძლება იყოს“. პარლამენტის …

ტეგები: , , ,

20/01/2024 - 22:21


როგორ დაამარცხეს არალიბერალური პოპულიზმი პოლონეთში?


პოლონეთის ახალი მთავრობის დამტკიცებიდან ერთი თვე გავიდა. ქვეყანაში ბოლოდროინდელი პოლიტიკური ცვლილებების შესახებ Civil.ge-ს კრისტინა პიტალსკაია ესაუბრა ზოშია ლუტკევიჩს, ვარშავაში დაფუძნებული პოლიტიკური ანგარიშვალდებულების ფონდის (Political Accountability Foundation) მმართველი საბჭოს პრეზიდენტს. ლუტკევიჩი აანალიზებს იმ ფაქტორებს, რომლებმაც გავლენა მოახდინა 2023 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგზე. ის გვესაუბრება ოპოზიციის წარმატებულ სტრატეგიაზე, თაობათა ცვლით მოტანილ ახალ დინამიკასა და სამოქალაქო საზოგადოებისა და …

ტეგები: ,


შალვა პაპუაშვილი: „ზელენსკი, სანდუ და ევროპარლამენტარები იტყუებოდნენ სააკაშვილის წამებასთან დაკავშირებით“


18 იანვარს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ და ევროპარლამენტის წევრებმა საქართველოს ცრუ ბრალდებები წაუყენეს სააკაშვილის სავარაუდო წამებასთან დაკავშირებით. „დღეს ჩვენ გავიგეთ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი იტყუებოდა, როდესაც საქართველოს სააკაშვილის წამებას აბრალებდა; გავიგეთ, რომ პრეზიდენტი სანდუ იტყუებოდა, როდესაც საქართველოს სააკაშვილის წამებას აბრალებდა; გავიგეთ, რომ …

ტეგები: , , , ,


ღარიბაშვილი დავოსში შუა დერეფანზე, ჩინეთთან ურთიერთობებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრობს


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე „ევრაზიის ახალი განთიადი?“ სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ პირობებში ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, „შუა დერეფნის“ პროექტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ჩინეთთან საქართველოს განახლებულ ურთიერთობებსა და რეგიონში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.  ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები 2023 წელს საქართველომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა, რასაც ქვეყნის შიგნით კრიტიკა და სტრატეგიული პარტიორების მხრიდან დაძაბულობა …

ტეგები: , , , ,


ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე საქართველოს სტუმრობს


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 18 იანვარს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს ბიორნ ბერგეს შეხვდა. პაპუაშვილი მიესალმა საქართველოში კონფლიქტის შესახებ ევროპის საბჭოს კონსოლიდირებულ ანგარიშში პირველად ტერმინის „საოკუპაციო ხაზის“ გამოყენებას. „ჩვენ მადლობელი ვართ ევროპის საბჭოს დიდი ხნის მხარდაჭერისთვის საქართველოს მიმართ და მივესალმებით საქართველოსთვის 2024-2027 წლების მეოთხე სამოქმედო გეგმის დაწყებას“, – დაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ Twitter-ზე და დასძინა, …

ტეგები: , ,

18/01/2024 - 18:04


Forbes: საქართველო ლიდერობს იმ ქვეყნებს შორის, სადაც რუსეთის მოქალაქეებმა 2023 წელს ბიზნესები წამოიწყეს


Forbes-ის რუსულენოვანი გამოცემის თანახმად, საქართველო ლიდერობს იმ ქვეყნებს შორის, სადაც რუსეთის მოქალაქეებმა 2023 წელს ბიზნესები წამოიწყეს. 2023 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, მათ ქვეყანაში 13 000 იურიდიული პირი დაარეგისტრირეს.   კომპანია „ფინიონის“ დირექტორი ვიაჩესლავ კარტამიშევი, რომლის ანალიტიკოსებმაც მოამზადეს მონაცემები Forbes-ისთვის, საქართველოს პოპულარობას რუს მეწარმეებში მის ხელსაყრელ ბიზნეს რეგულაციებსა და საგადასახადო სისტემას უკავშირებს. შედარებისთვის, Forbes-ის მონაცემებით, 2022 …

ტეგები: ,


Bloomberg: ფულის გათეთრების მტკიცებულების არარსებობის გამო საქმე ‘ივანიშვილი UBS-ის წინააღმდეგ’ დაიხურა


Bloomberg-მა 16 იანვარს სტატია გამოაქვეყნა სათაურით „UBS იგებს, რადგან გამოძიება Credit Suisse-ის მიერ ფულის გათეთრების თაობაზე შეწყდა“. სტატიაში ნათქვამია ჟენევის მთავარი ფინანსური პროკურორის ივ ბერტოსას სიტყვებზე დაყრდნობით, რომ სამართლებრივი დავა შვეიცარიულ UBS Group-ს, რომელმაც გაკოტრების პირას მყოფი ბანკი Credit Suisse იყიდა, და ქართველ მილიარდელ ბიძინა ივანიშვილს შორის უნდა შეწყდეს, ვინაიდან გამოძიებამ ვერ იპოვა პატრის ლესკოდრონის …

ტეგები: , ,


იუსტიციის სამინისტრო „ვივამედში“ ვიზიტის შესახებ წამების პრევენციის კომიტეტის კრიტიკულ ანგარიშს პასუხობს


საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2023 წლის მარტში საქართველოში ვიზიტის შესახებ წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევეციის ევროპული კომიტეტის ანგარიშს ოფიციალურად უპასუხა. კომიტეტის ანგარიშში ნათქვამია, რომ სიტუაცია, რომელშიც ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება „დამთრგუნველი და დამამცირებელია და არ უწყობს ხელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას“. დაუგეგმავი ვიზიტის მიზანი კლინიკა „ვივამედში“ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა იყო. …

ტეგები: , ,


ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 16 იანვარს დელეგაციასთან ერთად შვეიცარიაში, დავოსის ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობისთვის გაემგზავრა. პრემიერ-მინისტრი რამდენიმე პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას და კერძო კომპანიებთან და მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. პრემიერ-მიისტრმა პირველი შეხვედრა თურქულ კომპანია Koç Holding-ის აღმასრულებელ თავმჯდომარესთან ლევენთ ჩაკიროღლუსთან გამართა. საუბარი შეეხო თანამშრომლობის გაღრმავებას IT და ტურიზმის სექტორებში. პრემიერ-მინისტრის მაღალი დონის …

ტეგები: , , ,


ევროპარლამენტი: რუსეთის აგრესია საქართველოსა და უკრაინაში ევროკავშირის უფრო ძლიერი მოქმედების საჭიროებას ავლენს


ევროპარლამენტი რეკომენდაციას აძლევს ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიას და და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, უფრო ძლიერი მიდგომა შეიმუშავონ მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, გაყინული კონფლიქტების მოსაგვარებლად. 17 იანვარს გამოქვეყნებულ რეკომენდაციაში სახელწოდებით „პრევენციული დიპლომატიის როლი მსოფლიო მასშტაბით გაყინული კონფლიქტების დაძლევაში – დაკარგული შესაძლებლობა თუ ცვლილება მომავლისთვის?“ ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ რუსეთის აგრესია უკრაინისა …

ტეგები: , , ,


მსოფლიო საპასპორტო ინდექსის რეიტინგში საქართველო 50-ე ადგილზეა


კომპანია Henley & Partners-ის მსოფლიო საპასპორტო ინდექსის რეიტინგში საქართველო 50-ე ადგილზეა. ინდექსი არის მსოფლიოს ქვეყნების პასპორტების რეიტინგი, რომელიც იმის მიხედვით დგება, თუ რამდენ ქვეყანაში შეუძლია უვიზოდ მოგზაურობა მის მფლობელს. ინდექსი 199 პასპორტს და 227 მიმართულებას მოიცავს. ქართული პასპორტის მქონე პირს ვიზის გარეშე მოგზაურობა 121 ქვეყანაში შეუძლია. 2024 წლის რეიტინგის თანახმად, პირველ ადგილს ექვსი ქვეყანა ინაწილებს: …

ტეგები: ,

17/01/2024 - 18:38


SovLab: ხელისუფლება საბჭოთა არქივებზე წვდომას ზღუდავს


„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ“ (SovLab), რომელიც საქართველოს საბჭოთა წარსულს სწავლობს, 17 იანვარს პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ მკვლევარებისთვის საბჭოთა პერიოდის საარქივო დოკუმენტებზე მუშაობა ძალიან გართულდა და ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლებელიც გახდა. SovLab-ის თქმით, მმართველი პარტიის მიერ საბჭოთა არქივებზე წვდომის თანდათანობით შეზღუდვამ მნიშვნელოვნად შეაფერხა წარსულის სამეცნიერო შესწავლა, რამაც ხელი შეუწყო რუსული დეზინფორმაციული მანქანის მიერ უახლესი ისტორიის წარმატებულ …

ტეგები: , , ,


მმართველობის მონიტორინგის ცენტრი მთავრობას საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის გამო აკრიტიკებს


მმართველობის მონიტორინგის ცენტრმა (GMC) 15 იანვარს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს მთავრობას კანონის დარღვევასა და საჯარო ინფორმაციის გაუცემლობაში ადანაშაულებს. განცხადების თანახმად, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას ითვალისწინებს როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ისე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, „წლიდან წლამდე საზოგადოებისთვის უარესდება საჯარო ინფორმაციაზე წვდომა“.   ორგანიზაციის თქმით, მისი პროექტის „ფლანგვის დეტექტორის“ საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას …

ტეგები: , ,


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში საქართველოს სტუმრობს


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში რიჩარდ ნეფიუ 17-18 იანვარს საქართველოს სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში იგი უკვე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს რაჟდენ კუპრაშვილს და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან რიჩარდ ნეფიუ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს შეხვდა. პარლამენტის პრესრელიზის თანახმად, შალვა პაპუაშვილმა უკანასკნელ პერიოდში საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა, მათ შორის, …

ტეგები: , , , , , ,


ცესკო-ს 2024 წლის სამოქმედო გეგმას ემიგრანტების ხმების იგნორირების გამო აკრიტიკებენ


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 2024 წლის სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა. ცესკო-ს პრესრელიზის თანახმად, „2024 წლის სამოქმედო გეგმა საარჩევნო ადმინისტრაციის 2023-2026 წლების სტრატეგიის გათვალისწინებით შემუშავდა“. სამოქმედო გეგმაში ემიგრანტების ხმების იგნორირების გამო დოკუმენტი ოპოზიციურმა პარტიებმა „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“ და „დროამ“ გააკრიტიკეს. ცოტა ხნის წინ ორმა პარტიამ კამპანია „საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში“ გამოაცხადა.   სამოქმედო გეგმაში ასახული აქტივობების …

ტეგები: , , ,


განახლება: „ქართული ოცნების“ დელეგაცია ჩინეთს სტუმრობს


„ქართული ოცნების“ დელეგაცია პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით 14-20 იანვარს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას სტუმრობს. ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილესთან, სიაო ძიესთან, ჩინეთის კომუნისტური პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მინისტრ ლიუ ძინჩაოსთან, მის მოადგილესთან, ასევე სახელმწიფო საბჭოსთან არსებული კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელობასთან. „შარშანდელი წელი იყო ისტორიული ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების …

ტეგები: , , , ,

16/01/2024 - 16:20


სოციალური სამართლიანობის ცენტრი მთავრობას ფემიციდის წინააღმდეგ პრევენციული ზომების გაძლიერებისკენ მოუწოდებს


სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ბოლო პერიოდში ფემიციდის მზარდ შემთხვევებთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მთავრობას ქალთა მიმართ ძალადობის სისტემურ პრევენციაზე მიმართული პოლიტიკის რადიკალური გაძლიერებისკენ მოუწოდებს. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის მიუხედავად, ქალთა მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობების მაჩვენებელი მაინც მაღალია“, – ნათქვამია 15 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში. „2024 წლის დასაწყისში ფემიციდის მძიმე შემთხვევები დაფიქსირდა. …

ტეგები: , ,


ღარიბაშვილი ჩინეთის ელჩს შეხვდა და ერთიანი ჩინეთის პრინციპს მხარდაჭერა აღუთქვა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 16 იანვარს საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. ამავე ინფორმაციით, ელჩმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია ტაივანში გამართული ე.წ. არჩევნების შესახებ, რაზეც პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა ერთიანი ჩინეთის პრინციპისადმი. „მხარეებმა კიდევ ერთხელ …

ტეგები: ,


ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი  გადაიდო, დაცვის მხარე კი სასამართლოს განზრახ გაჭიანურებაში ადანაშაულებს


თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 იანვარს ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი გადადო. შედეგად, 22 წლის გრიგორიადისი, რომელიც 7-9 მარტის აქციების შემდეგ პოლიციის მანქანისთვის ცეცხლის წაკიდებისა და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით დააკავეს, პატიმრობაში რჩება. სასამართლოს მომდევნო სხდომა 26 თებერვალს ჩაინიშნა და სწორედ ამ დღეს გამოცხადდება საბოლოო განაჩენი. გრიგორიადისის ადვოკატები და ოჯახის წევრები სასამართლოს პროცესის განზრახ გაჭიანურებაში ადანაშაულებენ. …

ტეგები: , ,

15/01/2024 - 16:49


მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგია დეზინფორმაციის წინააღმდეგ „ეფექტიან ბრძოლას“ ითვალისწინებს


საქართველოს მთავრობა „დეზინფორმაციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით“ უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის შექმნას გეგმავს, წერს Publika.ge. მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგია 2023 წლის 11 დეკემბერს დამტკიცდა და ამ ეტაპისთვის ხელმისაწვდომი არ არის. „პუბლიკას“ ინფორმაციით, მან ეს დოკუმენტი საჯარო ინფორმაციის წესით გამოთხოვის შედეგად მიიღო. წყაროს ცნობით, სტრატეგიაში ნათქვამია, რომ მთავრობის საკომუნიკაციო პოლიტიკის ერთ-ერთი მიზანია უწყებათშორისი კოორდინაციის გაუმჯობესება, რომელიც განაპირობებს ერთიანი, …

ტეგები: , , ,


ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა


„საქპატენტის“ ინფორმაციით, საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ შეთანხმება 15 იანვრიდან ძალაში შევიდა. შეთახმების ფარგლებში შესაძლებელი ხდება ევროპული საპატენტო განაცხადების და ევროპის საპატენტო უწყების (EPO) მიერ გაცემული ევროპული პატენტების საქართველოში ვალიდაცია. „საქპატენტის“ თქმით, ევროპულ საპატენტო განაცხადსა და ვალიდირებულ ევროპულ პატენტს ვალიდაციის შეთანხმების შესაბამისად ექნება იგივე იურიდიული ძალა და მათზე გავრცელდება …

ტეგები: ,


OECD-ის ანგარიში საქართველოში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის პრობლებაზე საუბრობს


ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ გამოქვეყნებულ მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის ინდექსის ანგარიშში „აღმოსავლელი პარტნიორი ქვეყნები 2024“ ნათქვამია, რომ ფიქსირებული და ფართოზოლოვანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობა კვლავ გამოწვევად რჩება საქართველოში. ფასები ბოლო წლებში შემცირდა, თუმცა კვლავ ოდნავ აღემატება საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) მიზნობრივ 2%-იან მაჩვენებელს და 2022 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული შემოსავლის 2.35% …

ტეგები: , ,


რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 15 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. სუს-ის ინფორმაციით, ამოქმედებულია …

ტეგები: ,


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო პოლონური კომპანიისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეიძენს


საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ პოლონურ კომპანია „MESKO S.A“-სთან პოლონური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ და პოლონური კომპანიის წარმომადგენელმა საქართველოში თანამედროვე ტიპის, ნატოს სტანდარტების შეირაღების დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რაც „ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ხელს შეუწყობს“. მხარეებმა, ასევე …

ტეგები:


2023 წელს საქართველოში საგარეო ვაჭრობა 12.5%-ით გაიზარდა


„საქსტატის“ მიერ 15 იანვარს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემების თანახმად, 2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 21.53 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12.5%-ით მეტია. ექსპორტი 9.1%-ით გაიზარდა და 6.09 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 14%-ით, 15.44 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წელს 9.35 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო …

ტეგები: , , ,


ანტილიბერალური “კონსერვატიული მოძრაობა” სტალინის გამოსახულების ხატის მხარდასაჭერად შეიკრიბა


თბილისის მთავარ საკათედრო ტაძარში სტალინის გამოსახულებით ხატის გამოჩენამ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. 13 იანვარს, პრორუსული და ანტილიბერალური”კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო” და მათი მხარდამჭერები პარლამენტთან შეიკრიბნენ და საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის გამოსახულებიანი ხატის “შეურაცხყოფა” გააპროტესტეს. აქციაზე, რომელიც ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დაიწყო, პარტიის ლიდერები შეკრებილ ხალხს მიმართავდნენ და ამბობდნენ, რომ ისინი “წმინდა მატრონას ხატის შეურაცხყოფას არ აპატიებდნენ.” შეკრებილები მოითხოვნენ …

ტეგები: , , , ,

13/01/2024 - 23:03


პოლონეთის ელჩი: სტალინის მუზეუმის დახურვისკენ მოწოდების გამო საგარეომ შენიშვნა მომცა


საქართველოში პოლონეთის ელჩი, მარიუშ მაშკევიჩი იტყობინება, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მასზე ზეწოლის მოხდენა სცადა. სამინისტრომ გააკრიტიკა პოლონეთის ელჩის მოწოდება გორში მდებარე საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის მუზეუმის დახურვის შესახებ. ელჩმა მაშკევიჩმა მომხდარის შესახებ SOVA News-ის ვიდეო-პოდკასტში ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე იყო თუ არა ელჩი დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში, მაშკევიჩმა აღნიშნა, რომ არა, თუმცა მას არაერთი არაოფიციალური …

ტეგები: , , , ,

12/01/2024 - 21:28


ამიხსენი | როგორ ხვდებიან რუსი წმინდანები ქართულ ეკლესიაში?


თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში შემოწირულმა წმინდა მატრონა მოსკოველის ხატმა, რომელზეც საბჭოთა კავშირის დიქტატორი იოსებ სტალინია გამოსახული, საზოგადოებაში ცხარე დისკუსია გამოიწვია. ქართული ეკლესიის კედელზე სტალინის გამოსახულების მართებულობასთან ერთად, გაჩნდა კითხვა, თუ როგორ მოხდა რუსეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული წმ. მატრონას ქართული ავტოკეფალური ეკლესიის მიერ აღიარება. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ეკლესიის ისტორიკოსს, შოთა კინწურაშვილს …

ტეგები: ,


დანიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტრომ ივანიშვილის “ოლიგარქად” ხსენების გამო გამოიძახა


11 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დანიის ელჩი ენ ტოფტ სორენსენი გამოიძახა მას შემდეგ, რაც ელჩმა მმართველი “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და ამჟამად ამავე პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი “ოლიგარქად” მოიხსენია. სორენსენმა ივანიშვილს ოლიგარქი დაუძახა 10 იანვარს დანიურ ჟურნალ Jyllands-Posten-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ეძღვნება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადების თანახმად, დანიის ელჩი …

ტეგები: , , ,


ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს


11 იანვარს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მოქმედმა დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამბობს, რომ მას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შეხვდა და უთხრა თანამდებობიდან წასულიყო. პაპუაშვილმა კეკელიძეს უთხრა, რომ იგი კარგად მუშაობდა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ განახლების დრო დადგა და რომ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის პოზიციაზე 11 წლით ყოფნა ბევრია. პოსტში კეკელიძე აღნიშნავს, რომ ბიბლიოთეკის …

ტეგები: , ,


საქართველო Human Rights Watch-ის 2023 წლის ანგარიშში


საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის მიერ 12 იანვარს გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით მიხედვით 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებები მდგომარეობა კვლავ “არასტაბილური” იყო. ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებული ვნებათაღელვით ხასიათდებოდა. Human Rights Watch ხაზს უსვამს მთავრობის წარუმატებელ მცდელობას, 2023 წლის მარტში მიეღო “უცხოელი აგენტების” კანონი, რაც ქვეყანაში …

ტეგები: , , , ,


ძაღლის სასტიკი მკვლელობა ცხოველთა უფლებებზე შეშფოთებას იწვევს


რა მოხდა? 8 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა შოკისმომგვრელი ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ სცემს ხის ტოტით და სიკვდილამდე მიჰყავს კაცს ძაღლი. აღნიშნულმა შემთხვევამ საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია; ცხოველთა უფლებების დამცველი აქტივისტები, პროტესტის ნიშნად, ქუჩებში გამოვიდნენ. ბოლო თვეებში ეს ცხოველის მიმართ შემაშფოთებელი ძალადობის მეორე შემთხვევა იყო, რამაც გვიბიძგა, გადაგვეხედა კანონმდებლობისთვის და გაგვერკვია რა მდგომარებაა სახელმწიფოს მიერ ცხოველთა …

ტეგები: ,


ევროპის მოამბე: 10 იანვარი


დანიური გვირგვინი საახალწლო მიმართვაში, დანიის დედოფალმა მარგრეტე II-მ სამეფო ტახტიცა და გვირგვინიც თავის შვილს, ფრედერიკ X-ს გადაულოცა. „ასაკს თავისი მოაქვს და სნეულებებიც მხოლოდ მემატება. ის, რაც ადრე შემეძლო, ეხლა ნამდვილად აღარ ძალმიძსო“ – უთქვამს დანიის დედოფალს და სამეფო რეგალიების შვილისთვის გადაბარების თარიღად 14 იანვარი გამოუცხადებია. 83 წლის დედოფალი მარგრეტე დანიის სამეფო ტახტზე 1972 წელს ავიდა …

ტეგები: , , , , , , , ,

11/01/2024 - 23:54


მედია და ადგილობრივები ოკუპირებულ აფხაზეთში გადაჭარბებული თევზჭერის გამო წუხან


ადგილობრივებზე დაყრდნობით, მედია იუწყება, რომ თურქული გემები საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, უფრო კონკრეტულად კი ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროსთან ქაფშიის უკანონო ჭერაში არიან ჩართული. უკვე წლებია,რაც თურქული გემების ჩართულობით თევზჭერა გრძელდება ოკუპირებულ აფხაზეთში. წელს, ადგილობრივები თევზჭერის მასშტაბის ზრდამ და ქალაქ სოხუმში მოდებულმა აუტანელმა სუნმა შეაწუხა. ოკუპირებულ აფხაზეთში ეკოლოგიის მიმართულებით მომუშავე საველი ჭითანავას ცნობით, უსიამოვნო სუნი თევზის გადამამუშავებელი ქარხნებიდან …

ტეგები: ,


სტალინის გამოსახვამ ხატზე სამების ტაძარში სახალხო მღელვარება გამოიწვია


თბილისის მთავარ მართლმადიდებლურ საკათედრო ტაძარში გამოჩნდა ხატი, რომელზეც საბჭოელი დიქტატორი იოსებ სტალინია გამოსახული. აღნიშნულმა ფაქტმა კი უსიამოვნო კითხვები გააჩინა საქართველოს წამყვანი რელიგიური ინსტიტუტის სტალინისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულებისა და მასზე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის გავლენების შესახებ. რა მოხდა? 7 იანვარს, შობის დღეს, სამოქალაქო აქტივისტებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს ფოტო და ვიდეო მასალები, რომლებზეც ჩანს წმინდა მატრონა მოსკოველის ხატი თბილისის …

ტეგები: , , , ,


აქტივისტის სახლთან, რომელმაც ხატს სტალინის გამოსახულებით საღებავი შეასხა, “ალტ-ინფომ” დემონსტრანტები შეიკრიბა


10 იანვარს ულტრაკონსერვატიული, ანტიდასავლური, პრორუსული და ჰომოფობიური პოლიტიკური პარტია “კონსერვატიული მოძრაობა / ალტ-ინფოს” ორგანიზებით, სამოქალაქო აქტივისტის ნატა ფერაძის სახლთან დემონსტრანტები შეიკრიბნენ. 9 დეკემბერს ნატა ფერაძემ თბილისის წმინდა სამების ტაძარში, ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული, ლურჯი საღებავი შეასხა. დემონსტრანტები ნატა ფერაძის სახლიდან გამოსვლას და მის მიერ “ხატის შეურაცხყოფის” ახსნა-განმარტებას მოითხოვდნენ. კონსერვატიული მოძრაობა / ალტ-ინფოს ლიდერებმა, ზურაბ მახარაძემ …

ტეგები: , , , ,

10/01/2024 - 18:15


რუსეთმა ოკუპირებულ ცხინვალში ნავთობპროდუქტებისა და გაზის ექსპორტზე სატარიფო გადასახადი გააუქმა


საინფორმაციო სააგენტო Tass-ის ცნობით, რუსეთმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ნავთობპროდუქტებისა და გაზის ექსპორტზე “საბაჟო გადასახადი” გააუქმა. გადაწყვეტილება დღეიდან, ათი იანვრიდან შედის ძალაში. იმავე წყაროს ცნობით, ნულოვანი გადასახადი გავრცელდება კრემლისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ წინასწარ შეთანხმებული რაოდენობის პროდუქტებზე. გადამეტებულ რაოდენობაზე ჩვეულებრივად გავრცელდება რუსეთის სტანდარტული გადასახადი. Tass-ის ცნობით, მხარეები 2024 წლისათვის ნულოვან სატარიფო გადასახადზე შეთანხმდნენ ასევე სხვა …

ტეგები: , ,


2023 წელს გერმანიას თავშესაფრისთვის 9000-ზე მეტმა ქართველმა მიმართა


გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური უწყების თანახმად, 2023 წელს გერმანიაში საქართველოდან თავშესაფარი 9399-მა მოქალაქემ ითხოვა. მათგან მხოლოდ 0.3%-ს დაუკმაყოფილდა მოთხოვნა. მთლიანობაში, გერმანიამ 2023 წელს თავშესაფრის მთხოვნელთა 351 915 განაცხადი მიიღო, რაც 51.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია 2022 წელთან შედარებით. გერმანიაში თავშესაფრის მთხოვნელთაგან ყველაზე მეტი მიგრანტი იყო სირიიდან (104 561), თურქეთიდან (62 624), ავღანეთიდან (53 582), ერაყიდან (12 …

ტეგები: , ,


“ქართული ოცნების” განახლებული წესდება “საპატიო თავჯდომარეს” ძალაუფლებას ფორმალურად ანიჭებს


8 იანვარს გამოქვეყნდა “ქართული ოცნების” განახლებული წესდება, რომელიც პარტიის ყრილობამ 30 დეკემბერს დაამტკიცა. განახლებული წესდება ქმნის “საპატიო თავჯდომარის” თანამდებობას. აღნიშნულ თანამდებობაზე პარტიის ყრილობამ 30 დეკემბერს “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი აირჩია. განახლებული წესდებით ივანიშვილი ფორმალურად გამოიყენებს ძალაუფლებას, რომელიც მას პოლიტიკაში ყოფნისას ყოველთვის ჰქონდა, თუმცა აქამდე კულისებიდან. 30 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად უკვე მესამედ დაბრუნდა …

ტეგები: , , ,


რუსეთის საოკუპაციო ძალები სოფელ გრემისხევთან სანგარსავალს თხრიან


7 იანვარს, ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა ფოტოსურათი, რომელზეც ჩანს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საბრძოლო სანგარსავალის გათხრის პროცესი. სანგრებს ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევთან ახლოს მდებარე საგუშაგოსთან თხრიან. ქაცარავას თქმით, საოკუპაციო ძალების მიერ სანგარსავალის მოწყობის პროცესი ოქტომბრის ბოლოდან დაიწყო. „ეს წარმოადგენს გარკვეული ტიპის მზადებას, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ …

ტეგები: , ,

09/01/2024 - 18:11


სამოქალაქო საზოგადოება ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებელ სამთავრობო გეგმას აკრიტიკებს


9 იანვარს, ათი არასამთავრობო ორგანიზაცია, ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად მთავრობის მიერ სამოქმედო გეგმას საერთო განცხადებით გამოეხმაურა. საუბარია იმ რეკომენდაციებზე, რომელიც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობასთან ერთად მიიღო. არასამთავრობოების განცხადებით, დოკუმენტის დამტკიცება “პოზიტიური ნაბიჯია,” თუმცა პროცესი მათი ჩართულობის გარეშე წარმიმართა, ხოლო საკუთრივ გეგმის შინაარსი არაერთი მიმართულებით საჭიროებს დაზუსტებას. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მათი და ოპოზიციის …

ტეგები: , , ,


საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა


საქართველოს პროკურატურის 9 იანვრის ცნობით, საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. უწყების ცნობით, ექსტრადირებული პირი ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების მიერ 2017-2021 წლებში, ტეხასის შტატში, არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობისა და ოჯახის წევრზე თავდასხმისთვის, ასევე 2020-2021 წლებში, ლუიზიანას შტატში არსებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობისა და სხვა …

ტეგები: , , ,


პატრიარქის საშობაო ეპისტოლე ომებს, ურწმუნოებასა და ხელოვნურ ინტელექტს ეხმიანება


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ილია II თავის ყოველწლიურ საშობაო ეპისტოლეში ისეთ საკითხებს ეხება, როგორიცაა ომები, ურწმუნოება და ხელოვნური ინტელექტი.  ეპისტოლეში ნახსენებია სამყაროს “წინააღმდეგობრივი” ბუნება, თუმცა ამასთან გამოკვეთილია, რომ დღევანდელ ომებსა და კონფლიქტებს კაცობრიობის განადგურება შეუძლიათ: “ამიტომ ყველას, ჩვენი შესაძლებლობებისამებრ, გვმართებს ზრუნვა მშვიდობისთვის. ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი და მთელი მსოფლიო.” ეპისტოლეში ასევე საუბარია რწმენის …

ტეგები: , , ,

08/01/2024 - 14:55


ესტონეთი: მართლმადიდებელი ეკლესია მოსკოვსა და კონსტანტინოპოლს შორის


რელიგია რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია, რომელსაც კრემლი თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კრემლის ომს დაუჭირა მხარი, რამაც არაერთ ქვეყანაში მის ლეგიტიმაციას პრობლემა შეუქმნა, მათ შორის ესტონეთში, სადაც მცირერიცხოვანი მართლმადიდებელი თემია. მამუკა კომახია პოსტსაბჭოთა სივრცის პოლიტიკას იკვლევს  რატომაა ეს მნიშვნელოვანი? გასულ ათწლეულებში …

ტეგები: ,


2023 წლის დეკემბერში წლიური ინფლაცია 0.4% იყო


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 3 იანვარს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2023 წლის დეკემბერში წლიური ინფლაცია 0.4% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 0.1%-ით გაიზარდა. წყარო: საქსტატი წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (10.1%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (5.1%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (2.7%-იანი კლება) და ჯანმრთელობის დაცვა …

ტეგები: , , ,


პრეზიდენტი მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს და ერთიანობის მნიშვნელობაზე საუბრობს


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალი წლის ღამეს მოსახლეობას მიულოცა და ერთიანობის მნიშვნელობაზე რამდენჯერმე გაამახვილა ყურადღება. მან თავისი სიტყვა სამეგრელოსა და ოკუპირებული აფხაზეთის დაკამავშირებელი ენგურის ხიდის ფონზე დაიწყო და ორბელიანების სასახლეში დაასრულა. თავისი მისალოცი სიტყვის დასაწყისში პრეზიდენტმა განაცხადა: „გილოცავთ იმ ადგილიდან, რომელიც დღეს ყველაზე ჩამქრალია. აქ არცერთი დიდი ნაძვის ხე არ ანთია… და აქ უნდა ენთოს …

ტეგები: ,

01/01/2024 - 17:47


ბიძინა ივანიშვილის განცხადებას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ გამოხმაურებები მოყვა


„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა 30 დეკემბერს მმართველი პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ იგი პოლიტიკაში ბრუნდება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის სტატუსით. ეს იმის მაუწყებელია, რომ 2021 წელს პოლიტიკიდან “საბოლოოდ” წასვლის შემდეგ, ივანიშვილი თავის, თუნდაც ნახევრად ფორმალურ, როლს უბრუნდება. „სამოქალაქო საქართველო“ ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე პოლიტიკოსების გამოხმაურებებს გთავაზობთ. მმართველი პარტია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „რაც შეეხება …

ტეგები: , ,

30/12/2023 - 21:28


ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების „ადამიანური ცდუნებებისგან დაცვის“ მიზნით პოლიტიკაში ბრუნდება


„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა 30 დეკემბერს მმართველი პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ იგი პოლიტიკაში ბრუნდება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის სტატუსით.   თავისი გამოსვლის დასაწყისში, მან განაცხადა, რომ პოლიტიკური საქმიანობა „არ არის ჩემს ხასიათში“. მან პოლიტიკიდან წასვლის შესახებ 2012 წელს საზოგადოებისთვის მიცემული დაპირება გაიხსენა და აღნიშნა, რომ 2013 წელს მან სიტყვა შეასრულა და მიიღო „მსოფლიო …

ტეგები: , ,


ივანიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს


„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი 30 დეკემბერს მმართველი პარტიის ყრილობაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. ეს იმის მაუწყებელია, რომ 2021 წელს პოლიტიკიდან “საბოლოოდ” წასვლის შემდეგ, ივანიშვილი თავის, თუნდაც ნახევრად ფორმალურ, როლს უბრუნდება. 2024 წლის შემოდგომაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ივანიშვილის არაფორმალურმა როლმა ხელისუფლებაში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ კრიტიკა გამოიწვია. „დეოლიგარქიზაცია“ ერთ-ერთ ამოცანად რჩება, რომელიც საქართველომ …

ტეგები: , ,


SJC: აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები საქართველოსგან პოლიტიკის სისტემურ გადახედვას მოითხოვს


სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 28 დეკემბერს რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ხელისუფლებას ოკუპირებული რეგიონის მიმართ პოლიტიკის სისტემური გადახედვისკენ მოუწოდებს.   27 დეკემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ ბიჭვინთის აგარაკების 49-წლიანი იჯარით რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა [კომპლექსი სულ 4000 კვ/მ მოიცავს].  მოგვიანებით, იმავე დღეს ოკუპირებული რეგიონის ლიდერმა ასლან ბჟანიამ რატიფიცირებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა. გადაწყვეტილებას …

ტეგები: , , , ,

29/12/2023 - 16:24


გაგლოევი ოკუპირებულ ცხინვალში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას გეგმავს


დე-ფაქტო ხელისუფლება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას გეგმავს, განაცხადა ოკუპირებული რეგიონის ლიდერმა ალან გაგლოევმა 28 დეკემბერს გამართულ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე. გაგლოევის თქმით, მათი უპილოტო საფრენი აპარატები გამოყენებული იქნება როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო მიზნებისთვის. გაგლოევმა ასევე აღნიშნა, რომ სპეციალისტების პირველი ჯგუფი ამჟამად რუსეთში დრონების მართვისა და აწყობის კურსებს ამთავრებს და რეგიონში დაბრუნებისას, ისინი „შეძლებენ …

ტეგები: , ,


ინტერვიუ | ალექსანდრე ვინიკოვი: საქართველოს ნებისმიერი პროგრესი ევროკავშირის მიმართულებით ასევე არის პროგრესი ნატოს საბოლოო წევრობისკენ


2023 წლის მიწურულს, “სამოქალაქო საქართველო” საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, ალესქანდრე ვინიკოვს გაესაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ნატო-საქართველოს ინტეგრაცია, მიღწევები და გამოწვევები, საქართველოს რეფორმები, ნატოს ხედვა შავ ზღვასთან დაკავშირებით და ალიანსის პრიორიტეტები ახლო მომავლისთვის. ძალიან დიდი მადლობა, რომ თქვენი დატვირთული განრიგიდან გამონახეთ დრო და დაგვთანხმდით ინტერვიუზე. ვფიქრობ, “სამოქალაქო საქართველო”-ს მკითხველისათვის ძალიან საინტერესო იქნება, თუ როგორ ვითარდება …

ტეგები: , , ,


საქსტატი: ნოემბერში საქართველოს მშპ 5.9%-ით გაიზარდა


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 28 დეკემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 5.9%-ით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობები და ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკის, ასევე ტრანსპორტისა და …

ტეგები: , ,


ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ზურა ნიჟარაძეს სასამართლომ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა


თბილისის საქალაქო სასამართლომ 28 დეკემბერს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ზურა ნიჟარაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. პროკურატურა ნიჟარაძეს კლუბური ნარკოტიკების MDMA-ს, LSD-ს და კეტამინის ფლობას ედავებოდა. ნიჟარაძის ადვოკატმა „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა, რომ საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ნიჟარაძე ციხეში 1 წელს გაატარებს, ხოლო 3 წელი პირობით სასჯელს მოიხდის. 26 წლის ზურა ნიჟარაძე 11 ნოემბერს რამდენიმე სახის კლუბური ნარკოტიკების შენახვისთვის დააკავეს. …

ტეგები: , ,

28/12/2023 - 18:43


ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემას საერთაშორისო გამოხმაურება მოყვა


27 დეკემბერს, დილის 6 საათზე გამართულ რიგგარეშე სხდომაზე, უფრო ადრე, ვიდრე მანამდე გამოცხადებულ თარიღსა და დროს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ბიჭვინთის აგარაკების 49-წლიანი იჯარით რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა [კომპლექსი სულ 4000 კვ/მ მოიცავს].  ოპონენტები გადაწყვეტილებას 26 დეკემბრიდან აპროტესტებენ. „სამოქალაქო საქართველო“ გთავაზობთ საერთაშორისო გამოხმაურებებს ამ თემაზე.  აშშ აშშ-ის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ …

ტეგები: ,


შსს-ს 20-21 ივნისის აქციის მონაწილეთათვის სარჩოს გადახდა და მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) განაცხადა 27 დეკემბერს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე დაშლის შედეგად დაზარალებული პირების სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი და  შინაგან საქმეთა სამინისტროს მორალური ზიანის ანაზღაურება და სარჩოს გადახდა დააკისრა. 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად ერთ-ერთმა დაზარალებულმა, გიორგი სულაშვილმა თვალი დაკარგა, თუმცა სასამართლომ მისთვის სარჩოს გადახდის დაკისრების …

ტეგები: , ,


აფხაზებს ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის გამო „ტერიტორიის დაკარგვა“ აშფოთებთ


ბიჭვინთის სახელმწიფო რეზიდენციის (ე.წ. სახელმწიფო აგარაკების) რუსეთისთვის გადაცემის შესახებ გუშინ რატიფიცირებული შეთანხმების ოპონენტებმა საპროტესტო აქცია განაგრძეს და პარალელურად განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ხაზგასმულია, რომ გადაცემაზე თანხმობას „[აფხაზეთის] ტერიტორიის ნაწილზე იურისდიქციის დაკარგვა მოყვა“. 27/12/2023 – ოკუპირებულმა აფხაზეთმა ბიჭვინთის აგარაკი რუსეთს გადასცა განცხადებაში ნათქვამია, რომ ოკუპირებული რეგიონის „დეპუტატებს რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემული ტერიტორიის შეთანხმებული კოორდინატები საზოგადოებისთვის ჯერ არ გაუმხელიათ“. განცხადების …

ტეგები: , ,


Page 3 of 400

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button