ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ ფინანსთა მინისტრი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

„ქართული ოცნების“ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, გარეთ უორდს შეხვდა, განაცხადა ფინანსთა სამინისტრომ 10 ნოემბერს.

სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრას ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე. ბრიტანეთის საელჩოს განცხადება არ გაუვრცელებია.

„საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმდინარეობას და ამ კუთხით ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მიერ ბოლო წლებში გაწეულ ძალისხმევას“, – განაცხადა სამინისტრომ.

This post is also available in: English

Back to top button