
ახალი ამბები
ნიდერლანდებმა საქართველოში კანონის უზენაესობის სასწავლო პროგრამა შეაჩერა
ნიდერლანდებმა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობა Matra-ს კანონის უზენაესობის სასწავლო პროგრამაში შეაჩერა. ამ ქმედებას ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრომ „რთული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი“ უწოდა და ამის მიზეზად „საქართველოში სწრაფად გაუარესებული ვითარება და ხელისუფლების ქმედებები“ დაასახელა.
„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად აღებული ვალდებულებები: დასაჯოს მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობაში პასუხისმგებელი პირები, გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და გააუქმოს ყველა რეპრესიული კანონი“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, რომელიც X-ზე 18 აგვისტოს გამოქვეყნდა.
This post is also available in: English