skip to content
ახალი ამბები

არჩევნების წინ კიდევ სამი ოპოზიციური ძალა ერთიანდება

17 ივლისს, კიდევ სამმა ოპოზიციურმა ჯგუფმა-პარტიამ “ლელო საქართველოსთვის,” ანა დოლიძის პარტიამ “ხალხისთვის” და ახლად დაფუძნებულმა მოძრაობამ “თავისუფლების მოედანი” ოქტომბრის გადამწყვეტი მნიშვნელობის არჩევნების წინ ძალების გაერთიანების შესახებ გამოაცხადეს. პარტია “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ გაერთიანებას მომავალში კიდევ უფრო მეტი “საინტერესო” ადამიანები და პოლიტიკური ჯგუფები შეუერთდებიან.

“ყოველგვარი გადამეტების გარეშე, ეს არჩევნები, რომელიც მოდის 26 ოქტომბერს, არის წყალგამყოფი. ან ვიქნებით ჭაობში და ვიქნებით ოკუპანტის უღლის ქვეშ, ან ვიქნებით თავისუფალ სამყაროში, ღირსეულად და იქ, სადაც ჩვენი ქართველობა, ჩვენი მოქალაქეობა, ჩვენი დროშა და ჩვენი გერბი იქნება ძალიან მაღლა აწეული. სწორედ ამისთვის არის ერთი რამ საჭირო…ამ ერთ რაღაცას ჰქვია ერთობა,” განაცხადა ხაზარაძემ.

ანა დოლიძემ პარტიიდან “ხალხისთის” აღნიშნა, რომ მათ გაერთიანებაში გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა ნამდვილად არის, თუმცა დასძინა, რომ “ეს სხვადასხვაობა არის ჩვენი ტრადიციების და ჩვენი კულტურის სიძლიერე და ეს ყველაზე კარგად გამოიხატება ქართულ მრავალხმიან სიმღერაში.”

ლევან ცუცქირიძემ მოძრაობა “თავისუფლების მოედნიდან” განაცხადა, რომ მათი ერთობა არის ის, რასაც საქართველოს ამომრჩევლები “მოითხოვდნენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში.” მისი აზრით ახალმა ერთობამ სულ მცირე სამი რამ უნდა შეცვალოს: ქართულ პოლიტიკაში დაასრულოს “ცინიზმის, ზიზღის, შურის, ქილიკის და შეურაცხყოფის ეპოქა” და “ტყუილის და მლიქვნელობის ეპოქა.” რაც შეეხება მესამე ცვლილებას, მას სჯერა, რომ საქართველო უნდა გადავიდეს ერთპარტიული სისტემიდან მრავალპარტიულ დემოკრატიაზე.

ახალი პოლიტიკური ალიანსი შეიქმნა იმ ფონზე, როცა ოპოზიციაური ძალები ცდილობენ გაერთიანებას ქართული ოცნების წინააღმდეგ, რომელმაც საკუთარი სადავო მოქმედებებით ქვეყნის ევროატლანტიკურ გზას გამოუთხარა ძირი. მანამდე, 9 ივლისს სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „ახალმა“, „გირჩი-მეტი თავისუფლებამ“ და „დროამ“ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი საარჩევნო სიით მონაწილეობის შესახებ გააკეთეს განცხადება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ 8 ივლისს ახალი პოლიტიკური პლატფორის „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ პრეზენტაცია გამართა. მისი თქმით, ახალი პლატფორმა გააერთიანებს ნაციონალურ მოძრაობასა და სტრატეგია აღმაშენებელს – ორ პარტიას, რომლებიც უკვე ერთი წელია კოალიციაში არიან, ასევე სხვა პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button