skip to content
ახალი ამბები

ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა პოლიტიკური პლატფორმა  „ერთიანობა – საქართველოს გადარჩენისთვის“ დააფუძნეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ 8 ივლისს ახალი პოლიტიკური პლატფორის „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ პრეზენტაცია გამართა. მისი თქმით, ახალი პლატფორმა გააერთიანებს ნაციონალურ მოძრაობასა და სტრატეგია აღმაშენებელს – ორ პარტიას, რომლებიც უკვე ერთი წელია კოალიციაში არიან, ასევე სხვა პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.

ახალი პოლიტიკური პლატფორმა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის მე-5 ნომრით იასპარეზებს. მისი ლიდერები არიან:

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა; სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე; დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია; დამოუკიდებელი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი; ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე; პოლიტოლოგი და პროფესორი გია ჯაფარიძე; მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე; სამოქალაქო აქტივისტი ანა მოსაძე; აქტივისტი და ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი ფავლენიშვილი; აქტივისტი და სტრატეგია აღმაშენებლის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი ლაშა დიაროვი.

პოლიტიკური პარტიებისთვის პარლამენტში შესასვლელად დაწესებული 5%-იანი ბარიერის გამო, ოპოზიციურმა პარტიებმა 2023 წლიდან პოლიტიკურ პლატფორმებში გაერთიანება დაიწყეს. ზუსტად ერთი წლის წინ, ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა „გამარჯვების პლატფორმის“ ფარგლებში გაერთიანების შესახებ გააკეთეს განცხადება. „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის ხელახალი ინიცირებისა და მოგვიანებით მისი მიღების შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს უფრო სწრაფად გაერთიანებისკენ მოუწოდა, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად. მან სამომავლო რეფორმების შესახებ გეგმებიქართულ ქარტიაშიგაახმოვანა. ოპოზიციურმა პარტიებმა უკვე მოაწერეს ხელი ქარტიას, ზოგიერთმა კი მომდევნო თვეებში გაერთიანების პირობა დადო.

მსგავსი/Related

Back to top button