skip to content
ახალი ამბები

მთავრობამ პრეზიდენტს ლიეტუვაში ვიზიტზე უარი უთხრა

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს 10-12 აპრილს ლიეტუვაში ვიზიტზე უარი უთხრა, ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში, რომელიც 3 აპრილს გამოიცა და რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა მთავრობას ვიზიტთან დაკავშირებით 27 მარტს მიმართა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საზღვარგარეთ პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტებზე ნებართვას არ გასცემს. გასული წლის აგვისტოში მთავრობამ პრეზიდენტს წერილობით უარი უთხრა გერმანიაში, უკრაინაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიაში, დანიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბულგარეთში, ჩეხეთსა და ისრაელში ვიზიტებზე.

2023 წლის ოქტომბერში მმართველი პარტია პრეზიდენტის იმპიჩმენტს შეეცადა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა მთავრობის თანხმობის გარეშე ევროპაში ვიზიტების განხორციელებით ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.

მსგავსი/Related

Back to top button