skip to content
ახალი ამბები

სერგეი შამბა: საუბარია საჭირო

ოკუპირებული აფხაზეთის „უშიშროების საბჭოს მდივანმა“ და ყოფილმა „პრემიერ-მინისტრმა“, სერგეი შამბამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილობაში მყოფი მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან, ვახტანგთან ყოლბაიასთან ერთად 29 ნოემბერს გადაცემაში პირდაპირი ჩართვისას ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთგაგების დასამყარებლად კომუნიკაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ამ თემაზე ბევრჯერ მისაუბრია და აფხაზურ საზოგადოებაში ბევრს არ მოსწონს ჩემი პოზიცია. . . მაგრამ მე ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ არსებობს პრობლემა, პირველ რიგში, საუბარია საჭირო“, – განაცხადა შამბამ წამყვანის კითხვაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აფხაზებსა და ქართველებს შორის სახალხო დიპლომატია. მან დასძინა, რომ ”არ არსებობენ ხალხები, ან მეზობლები, მე ეს ბევრჯერ მითქვამს… რომელთაც ერთმანეთან არ უომიათ”.

შამბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია მოიძებნოს შესაძლებლობები შემდგომი მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის „იმისთვის, რომ ჩვენი შვილებს და შვილიშვილებს ეს კონფლიქტი არ დავუტოვოთ“. ამისთვის შამბას მიაჩნია, რომ „საჭიროა საუბარი და მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობების მოძიება. მაგრამ ბევრს ეს არ ესმის“.

შამბამ აღნიშნა, რომ აფხაზეთში, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში, კვლავ არიან აგრესიული დამოკიდებულების მქონე ადამიანები. თუმცა, ეს დროთა განმავლობაში გაივლის. მისი თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრობისას“ იგი მხარს უჭერდა ქართველებთან სახალხო დიპლომატიას, რადგანაც „მნიშვნელოვანი იყო ერთმანეთის პოზიციების გაგება“. ”ძალიან მნიშვნელოვანია პრობლემის ჩიხიდან გამოყვანა”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მისი აზრით, „საჭიროა კომუნიკაციის სხვადასხვა არხების გამოყენება“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button