ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი დავოსში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც 22-24 იანვარს დავოსში, ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, ევროკომისიის ხელმძღვანელ პირებსა და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების დამფუძნებლებთან.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვა დისკუსიაზე – Strategic Outlook – Eurasia.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე და თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი.