
ახალი ამბები
ვაშაძე სომხეთს სტუმრობდა
4-5 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სამუშაო ვიზიტით სომხეთს სტუმრობდა.
საქართველოს საგარეო უწყება 7 სექტემბერს იტყობინება, რომ ვიზიტის ფარგლებში ვაშაძე შეხვდა თავის სომეხ კოლეგას ედვარდ ნალბანდიანს, სადაც განიხილეს ”ორმხრივი და რეგიონული ინტერესის მქონე საკითხების ფართო სპექტრი”.
საგარეო უწყებაში გამართული მოლაპარაკებების შემდგომ, 5 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღო სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა.
ვიზიტი შედგა მას შემდეგ, რაც სერჟ სარგსიანმა 1 სექტემბერს განაცხადა, რომ სომხური ენისთვის ”რეგიონალური ენის” სტატუსის მინიჭება ჯავახეთში, სხვა ნაბიჯებთან ერთად, ”გააძლიერებს მეგობრობას” საქართველოსა და სომხეთს შორის.