skip to content
ახალი ამბები

ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებს განიხილავს

ევროპის საბჭოს ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციაში და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების თაობაზე დასკვნებს 15-16 დეკემბრის შეხვედრაზე მიიღებს, იტყობინება ევროპის საბჭო. 


14 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც 2008 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის შუალედში შემდეგი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ერთდროულად ჩატარებას ითვალისწინებს. პროექტით ასევე გათვალისწინებულია პრეზიდენტის როლის შემცირება სასამართლო სისტემაში.


ოპოზიციონერი კანონმდებლები ეწინააღმდეგებოდნენ საკონსტიტუციო ცვლილებების დაჩქარებული ტემპებით, ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე განხილვას. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, კომისიის რეკომენდაციები ნაკლებად იქონიებს რაიმე ზეგავლენას ხელისუფლების მტკიცე პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ერთდროულად გამართვის თაობაზე.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button