skip to content
ახალი ამბები

ოპოზიცია რუსეთის საელჩოს წინ დაგეგმილ აქციაზე ერთიანობისკენ მოუწოდებს

რესპუბლიკური და კონსერვატორული პარტიების საარჩევნო ბლოკმა რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს “ერთიანობისკენ“ და ამის სადემონსტრაციოდ 4 ოქტომბერს რუსეთის საელჩოს წინ საპროტესტო აქციაზე შეკრებისკენ მოუწოდა. 


“არავის რუსეთში არ უნდა მივცეთ სულ მცირე მიზეზიც იმისა, რომ დაიწყოს სპეკულაციები საქართველოში შიდა დაპირისპირების არსებობის თაობაზე. რუსეთის ხელისუფლების მიერ განხორციელებული მუქარა და ზეწოლა მიმართულია არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისკენ, არამედ მთელი ქვეყნისკენ“, – განაცხადა კონსერვატორების ლიდერმა კობა დავითაშვილმა 1 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.


“ჩვენ ყველამ გვერდზე უნდა გადავდოთ ჩვენი საარჩევნო კამპანია [5 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინ] და გავერთიანდეთ. მოვუწოდებ საქართველოს თითოეულ პოლიტიკურ პარტიას და ორგანიზაციას გაერთიანდნენ და შეიკრიბონ რუსეთის საელჩოს წინ 4 ოქტომბერს“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა რესპუბლიკური პარტიიდან.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button