skip to content
ახალი ამბები

ბურჯანაძე რუსი “ჯაშუშების“ დაკავებაზე კომენტარს აკეთებს

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 28 სექტემბერს განაცხადა, რომ სანამ საქართველოს მიმართ “მუქარის ტონით“ განცხადებებს გააკეთებდა, რუსეთის მხარე ჯერ უნდა გარკვეულიყო რა დოკუმენტები არსებობს მისი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილები.


“ვფიქრობ, უფრო სწორი იქნებოდა, რომ რუსეთის მხარე ჯერ გარკვეულიყო რა დოკუმენტები არსებობს მისი მოქალაქეების წინააღმდეგ და შემდეგ გაეკეთებინათ ის კომენტარები, რომელიც საქმის ყოველგვარი ანალიზის, მასალების გაცნობის გარეშე გაკეთდა მუქარის ტონით. ეს იმაზე მეტყველებს, რომ რუსულ მხარეს არც აინტერესებს დეტალები, ან კარგად იციან რაზეც არის საუბარი და მათი მთავარი მიზანია მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური შანტაჟი“, – განაცხადა ბურჯანაძემ.


 
 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button