skip to content
ახალი ამბები

ანთაძე მზად არის აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შეხვდეს

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მერაბ ანთაძე ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს სხდომის გამართვის მიზნით აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.


„მე მზად ვარ პირადად ჩავიდე [სოხუმში] და შევეცადო ჩემი კოლეგები დე ფაქტო ხელისუფლებიდან დავითანხმო შეხვედრაზე, რათა გაიმართოს საკოორდნიაციო საბჭოს სხდომა“, – განაცხადა მერაბ ანთაძემ 15 აგვისტოს.


სოხუმში 2 აგვისტოს დაგეგმილი ქართულ–აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს სხდომა აფხაზური მხარის პროტესტის გამო ჩაიშალა. აფხაზები ქართული დელეგაციის შემადგენლობას აპროტესტებდნენ, რასაც ანთაძემ „კაპრიზი“ უწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button