skip to content
ახალი ამბები

შვედურ-უკრაინული საინვესტიციო ფონდი “საქართველოს ბანკის” აქციებს ყიდულობს

საქართველოს ეროვნული ბანკი იტყობინება, რომ East Capital Bering Ukraine Fund-მა 2,6 მილიონ დოლარად „საქართველოს ბანკის“ აქციების 5.5% შეისყიდა.


East Capital Bering Ukraine 2005 წლის 30 ივლისს დაფუძნდა. მას შპს. East Capital Alternative Investments (Cayman) მართავს. East Capital Eastern European Fund -ი არის შვედური საინვესტიციო ფირმა, რომელსაც Standard&Poors რეიტინგში საკმაოდ მაღალი ადგილი უკავია.


The East Capital Bering Ukraine უკრაინის სწრაფად მზარდი ბაზრის გრძელვადიანი პოტენციალის განვითარების მიზნით დაფუძნდა. კომპანიას ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია ოფიციალური განაცხადი საქართველოში  კაპიტალის შეძენის თაობაზე.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button