skip to content
ახალი ამბები

ინტელიგენციის წარმომადგენლებმა ბურჯანაძეს ნდობა გამოუცხადეს

(თბილისი, 3 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის თავჯდომარე ნინო ბურჯანაძე გუშინ, 2 ივლისს, ქართველი ინტელიგენციის წარმოამდგენლებს შეხვდა.

ინტელიგენციის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოხატეს ქვეყანაში არსებული რთული სიტუაციის გამო, ამასტან მათ ბურჯანაძეს მხარდაჭერა და ნდობა გამოუცხადეს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყანას “რევოლუციური ცვლილებები სჭირდება, მაგრამ არა რევოლუციის გზით”.

“დღევანდელი შეხვედრა და ინტელიგენციის მიერ გამოთქმული შეხედულებები უნდა გახდეს საწინდარი მთავრობის მიერ საგანგებო ღონისძიების გასატარებლად ქვეყანაში სიტუაციის გამოსწორების მიზნით”, – განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button