skip to content
ახალი ამბები

შარიფოვის გატაცებაში ეჭვმიტანილები დააკავეს

(თბილისი, 13 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით დააკავეს რამოდენიმე პირი, რომლებიც სადი შარიფოვის, კომპანია “ლუკოილის” ვიცე-პრეზიდენტის მამის, გატაცებაში არიან დაკავებულნი.

სამართალდამცველთა ცნობით აღმოჩენილია ის სახლიც, სადაც გამტაცებლებს შარიფოვი ყავდათ გადამალული.

12 დეკემბერს პოლიციამ შარიფოვის გვამი აღმოაჩინა. იგი 1 დეკემბერს გაიტაცეს საკუთარი სახლიდან სოფელ პანტიანში.

დღეს საქართველოში მომხართან დაკავშირებით, “ლუკოილის” ვიცე-პრეზიდენტი ვაგით შარიფოვი ჩამოვიდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button