We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა

ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 23 სექტემბერს. მან ამ პოსტზე ვიქტორ დოლიძე შეცვალა.

ირაკლი ბერაია სხვადასხვა დროს იკავებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის და  საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის პოზიციებს.

წლების განმავლობაში ირაკლი ბერია იყო საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. 2021-2024 წლებში იგი იყო საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში.

This post is also available in: English

Back to top button