ახალი ამბები

2025 წლის მაისში წლიური ინფლაცია 3.5% იყო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 3 ივნისს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2025 წლის მაისში წლიური ინფლაცია 3.5% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 0.4%-ით გაიზარდა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ჯანმრთელობის დაცვა (9%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (8.3%-იანი ზრდა); სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (5.9%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (4.5%-იანი კლება).

რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასების ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (1.6%-იანი ზრდა); რესტორნები და სასტუმროები (1.4%-იანი ზრდა); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (0,8%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (1.1%-იანი კლება).

რაც შეეხება სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფს, ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული (8.7%); ხილი და ყურძენი (8.3%); მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.8%); თევზეული (1.4%); შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.2%); ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.6%).

ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (-1.6%); ყავა, ჩაი და კაკაო (-0.6%); ზეთი და ცხიმი (-0.1%).

This post is also available in: English

Back to top button