
საქსტატი: 2025 წლის I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 7.7%-ით შემცირდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 9 ივნისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წლის ანალოგიური პერიოდის წინასწარ მონაცემებთან შედარებით 7.7%-ით შემცირდა და 179.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. „საქსტატი“ აღნიშნავს, რომ კლება განპირობებულია სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებით.
2025 წლის I კვარტალში სააქციო კაპიტალმა 62.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.6%-ია. რეინვესტიციამ 150 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 83.6%-ით განისაზღვრა.
ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების კუთხით სიის სათავეშია ჩეხეთის რესპუბლიკა 43 მლნ აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 23.9%-ს შეადგენს; შემდეგ მოდიან: აშშ – 39.6 მლნ აშშ დოლარით (22.1%) და თურქეთი – 28.1 მლნ აშშ დოლარით (15.7%).
This post is also available in: English