
ახალი ამბებიფოტოგალერეა
ფოტოამბავი | ნიღბების აქცია თბილისში
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების 52-ე დღეს, 18 იანვარს, თბილისელებმა, ნიღბების ტარების აკრძალვის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბების აქცია გამართეს. მათ ასევე სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისსა და ზუგდიდში ნიღბების ტარებისთვის დაკავებულ მომიტინგეებს.
ნიღბების აკრძალვას დეკემბერში პარლამენტის მიერ მიღებული ერთ-ერთი რეპრესიული კანონი ითვალისწინებდა, რომელსაც „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღესვე მოაწერა ხელი.
This post is also available in: English (ინგლისური)