skip to content
ახალი ამბები

Edison Research: ეგზიტპოლებსა და არჩევნების ოფიციალურ შედეგებს შორის 13 პროცენტული პუნქტის სხვაობა კენჭისყრის მანიპულირებაზე მიუთითებს   

Edison Research-მა 1 ნოემბერს განცხადება გამოაქვეყნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ შედეგებთან დაკავშირებით, რომლითაც „ქართულმა ოცნებამ“ 26 ოქტომბრის არჩევნებში 54%-ით გაიმარჯვა და რომელიც მკვეთრად განსხვავდება სანდო გამოკითხვის მაჩვენებლებისგან. Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგებით, „ქართულ ოცნებას“ ხმების 40.9% აქვს.

„13 პროცენტული პუნქტის სხვაობა Edison Research-ის შეფასებასა და „ქართული ოცნების“ ოფიციალურ, 54%-იან შედეგს შორის არ შეიძლება მხოლოდ ნორმალური ვარიაციით აიხსნას, და ადგილობრივ დონეზე ხმების მანიპულირებაზე მიუთითებს“, – განაცხადა რობ ფარბმანმა, Edison Research-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და დასძინა, „ედისონის მიმოხილვამ დაადგინა, რომ სტატისტიკურად მოსალოდნელი შედეგებისგან გადახრა ფართოდ იყო გავრცელებული, მაგრამ ყველაზე მეტად გამოხატული სოფლის კონკრეტულ უბნებზე იყო. ამ ადგილებს სავარაუდოდ ხმების ყველაზე მნიშვნელოვანი მანიპულირება ახასიათებდა“.

კომპანია აღნიშნავს, რომ ის საქართველოში ეგზიტპოლს 2012 წლიდან ატარებს და მისი ყველა წინა გამოკითხვა ზუსტად დაემთხვა ოფიციალურ შედეგებს, ხოლო 2024 წლამდე ხუთ ეგზიტპოლში „ქართული ოცნების“ ხმების საშუალო ცდომილება 2%-ზე ნაკლებს შეადგენს.

2023 და 2024 წლებში Edison Research-მა სულ თორმეტი გამოკითხვა ჩაატარა. „ამ გამოკითხვებმა აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ 2020 წლის კენჭისყრის შედეგეებს დაახლოებით 10 პროცენტული პუნქტით ჩამოუვარდებოდა. სანაცვლოდ, „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის მაჩვენებელს 6 პროცენტული პუნქტით გადააჭარბა“, – აღნიშნავს Edison Research.

„2024 წელს საქართველოში გამოყენებული ეგზიტპოლის მოდელები იგივეა, რაც საქართველოს წინა არჩევნებში. ისინი ასევე იგივე მოდელებია, რომლებსაც Edison Research აშშ-ის არჩევნების ეგზიტპოლებზე გამოიყენებს ABC-ს, CBS-ს, CNN-ისა და NBC-ს დაკვეთით“, – დასძინა Edison Research-მა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button