skip to content
ახალი ამბები

ეგზიტპოლებმა ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგები აჩვენა

საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების დახურვისა და ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ, სამმა ეგზიტპოლმა ერთმანეთისგან განსხვავებული შედეგები აჩვენა. ოპოზიციური ტელეკომპანიების დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით ოპოზიცია იგებს, ხოლო ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლით გამარჯვებული „ქართული ოცნებაა“.  

ფორმულა / Edison Research

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლი ოპოზიციას უპირატესობას ანიჭებს:

ტელეკომპანია იმედი / გორბი

სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით და „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლი „ქართული ოცნების“ დამაჯერებელ გამარჯვებას აჩვენებს:

მთავარი არხი / Harris X

ეგზიტპოლი, რომელიც ოპოზიციური „მთავარი არხის“ დაკვეთით HarrisX-ის მიერ ჩატარდა, მხოლოდ იმ პარტიებს აჩვენებს, რომელთაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს და ოპოზიციის გამარჯვებას პროგნოზირებს:

ცენტრალური საარჩევნო კომისია წინასწარ ოფიციალურ შედეგებს რამდენიმე საათში გამოაქვეყნებს ელექტრონული ხმის მიცემის მქონე უბნებზე დაყრდნობით (ამომრჩეველთა დაახლოებით 90%). საბოლოო შედეგები კი ხვალ გამოქვეყნდება, მას შემდეგ რაც ყველა ბიულეტენი ხელით გადაითვლება.

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button