skip to content
ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე არჩევნების გამოძიების შესახებ: ‘ყველას შეუძლია, ჩაიხედოს ყველაფერში’

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ არჩევნები „ჩატარდა აბსოლუტურად სუფთად, დემოკრატიულად, სამართლიანად“ და პირობა დადო, რომ „აბსოლუტურად ყველაფერი იქნება ღია, ყველას შეუძლია, ჩაიხედოს ყველაფერში“.

მან მადლობა გადაუხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას „ღიაობისთვის“ და პროკურატურას, რომელმაც „მყისიერი რეაგირება მოახდინა ცესკოს მიმართვაზე“. პრემიერ-მინისტრის თქმით, „ეს მიანიშნებს იმაზე, რომ არც ცესკოს და არც არავის დასამალი არაფერი აქვს“.

„ჩვენ შეგვიძლია, გავითვალისწინოთ დასავლელი პოლიტიკოსების მოწოდებები, მათ შორის იყო [ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის] ჯოზეფ ბორელის მოწოდება გამოძიებასთან დაკავშირებით, რომ შესაბამის უწყებებს გამოეძიებინათ ყველა შესაბამისი სამართალდარღვევა და ამ კუთხითაც ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა კიდევ ერთხელ ცესკოს და პროკურატურას ამ ყველაფრის გათვალისწინებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ ხაზი გაუსვა შიდა გამოძიების შესაძლებლობას, თუმცა მასში საერთაშორისო ჩართულობის შესახებ მოწოდებებს არ უპასუხა. ერთი დღით ადრე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უარყო სავარაუდო საარჩევნო დარღვევების საერთაშორისო გამოძიების შესაძლებლობა. მისი თქმით, „„რაიმე საჩივრები თუ არის, იქნება განხილული. ამ ქვეყანაში მოქმედებს საქართველოს იურისდიქცია და არა სხვა ქვეყნის. ქართული ადმინისტრაცია და სასამართლო არის უმაღლესი სტანდარტის. ყველა, მათ შორის უცხოელები, აშშ-ის ყოფილი ელჩი და სხვები, რომლებიც საქართველოს მართლმსაჯულებას მიკერძოებულობას აბრალებდა, დამარცხდა საქართველოს მართლმსაჯულებასთან სტრასბურგში“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button