
პრეზიდენტი ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 3 ოქტომბერს პარიზში ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს შეხვდა.
ორი პრეზიდენტის შეხვედრა ჯერჯერობით ოფიციალურად არ გაშუქებულა და მოლაპარაკებების შინაარსი უცნობია, თუმცა ემანუელ მაკრონმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ „საფრანგეთი მიესალმება ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს. ვიმედოვნებთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საშუალებას მისცემს საქართველოს განაახლოს ევროპული გზა“.
პრეზიდენტი საფრანგეთის დედაქალაქს ევროპული ტურნეს ფარგლებში ესტუმრა, რომელიც საქართველოში გადამწყვეტი არჩევნების წინ გაიმართა. ტურნეს ფარგლებში ზურაბიშვილი ასევე ეწვია ბერლინს, ვარშავას და ბრიუსელს, სადაც რამდენიმე მაღალჩინოსანს შეხვდა, მათ შორის გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს. პოლონეთში პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმშიც მიიღო მონაწილეობა.
ასევე წაიკითხეთ:
- 02/10/2024 – პრეზიდენტი ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმს დაესწრო და პოლონელ კოლეგას შეხვდა
- 30/09/2024 – პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბერლინში გერმანელ კოლეგას შეხვდა
- 28/09/2024 – „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ – საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში ფილმის ჩვენება გაიმართა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)