skip to content
ახალი ამბები

ევროკომისიის პრესსპიკერი: ევროკავშირმა შესაძლოა საქართველოს უვიზო რეჟიმი შეუჩეროს

ევროკავშირი მზად არის სათანადო რეაგირება მოახდინოს საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. POLITICO იტყობინება ევროკომისიის პრესპიკერზე დაყრდნობით, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ავტორიტარული კურსის გაგრძელების შემთხვევაში „ყველა ვარიანტი განიხილება“, მათ შორის „ვიზალიბერალიზაციის სქემის პოტენციური დროებითი შეჩერება“.

2017 წელს ხელმოწერილი ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებით, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ წელიწადში სამ თვემდე ევროკავშირში უვიზოდ დაჰყონ.  

„ევროკავშირი-საქართველოს ვიზალიბერალიზაციის დიალოგისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საქართველოს მოეთხოვებოდა კონკრეტული კრიტერიუმების შესრულება, მათ შორის ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველყოფა და დისკრიმინაციის აღკვეთა“, – წერს POLITICO-ს პრესსპიკერზე დაყრდნობით.

„შეფასება, რა თქმა უნდა, განხორციელდება შენგენის ზონის შიდა უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი მოვლენების განვითარების, ასევე საქართველოში შემდგომი დემოკრატიული უკუსვლის შემთხვევაში“, – აცხადებს POLITICO.  

აღნიშნა რა, რომ „ევროკომისია  ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების თაობაზე ყოველწლიურ მიმოხილვას აწარმოებს“, ევროკომისიის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ „ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა გაწევრიანების პროცესის მთავარი პრინციპია და გაფართოების მომავალ ანგარიშში შეფასდება“.

კომისიის პრესსპიკერმა „ფორმულასაც“ მისცა კომენტარი, სადაც აღნიშნა, რომ კონსულტაციები ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებთან უკვე დასრულებულია. აღსანიშნავია, რომ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის შეჩერება არის გადაწყვეტილება, რომელიც წევრ ქვეყნებს შორის ერთსულოვნებას არ საჭიროებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button