გიორგი ცაგარეიშვილი ჯანდაცვის მინისტრის ახალ მოადგილედ დაინიშნა
გიორგი ცაგარეიშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ახალ მოადგილედ დაინიშნა, განაცხადა სამინისტრომ 19 ივნისს.
გიორგი ცაგარეიშვილი, 2022 წლიდან დღემდე, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო.
2004-2016 წლებში, იგი საქართველოს პარლამენტის მე-6, მე-7 და მე-8 მოწვევის დეპუტატი იყო. 2014-2016 წლებში იგი ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ხოლო 2012-2014 წლებში ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატების“ წევრი იყო.
სხვადასხვა წლებში, გიორგი ცაგარეიშვილი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, აგრარულ საკითხთა კომიტეტის, ასევე იურიდიულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი იყო.
2017-2018 წლებში, ცაგარეიშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლის პოზიციას იკავებდა.
ასევე წაიკითხეთ:
- 11/03/2024 – ახალი ჯანდაცვის მინისტრი დაინიშნა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)